ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი თბილისსა და ქობულეთში საოჯახო ტიპის სახლებს ხურავს

საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მიიღო გადაწყვეტილება , მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან დახუროს ფონდის მიერ ოპერირებული სამი საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს’’ ,,ჩერნოვეცკის ფონდიდან’’ აცნობეს , ასეთი გადაწყვეტილების მიღების საბაბს წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უარყოფითი პოზიცია ფონდის თხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ტიპის ახალი სახლების გახსნის საკითხს ეხება. მათივე განმარტებით, ფონდის მიერ ჯანდაცვის მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი ფონდის მიმართ უპატივცემულობას წარმოადგენს და წინააღმდეგობას უქმნის მის მუშაობას!

ფონდის დამფუძნებლის აზრით, „უარი საუბარზე მიუსაფარ ბავშვთა პრობლემებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პრობლემაა მთელი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენთვის’’.

მათივე ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს გადახდილი ბავშვებისათვის კუთვნილი თანხა და ფაქტობრივად, არსებული ლიცენზია უკვე ანულირებულია, ფონდის დამაარსებელი წყვეტს მათ დაფინანსებას, ხოლო, ფონდი ბავშვების მეურვეებისათვის გადაცემის პროცესს იწყებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს