Echowaves-ის გუნდი ფესტივალის მიმდინარეობისას დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Echowaves Festival გუნდი ფესტივალის მიმდინარეობისას დაკავებულებს თანადგომას უცხადებს და აღნიშნავს, რომ Echowaves-ის საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფებს არ გააჩნიათ საკმარისი თანხა გირაოს გადასახდელად, რის გამოც საზოგადოებას მოუწოდებენ, დაკავებულებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინონ.

„Echowaves Festival 2019 დასრულდა. კავკასიაში, ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდ ფესტივალზე, 22-25 აგვისტოს ანაკლიამ ათასობით სტუმარს უმასპინძლა, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს, თითოეულ ლოკალურ და საერთაშორისო არტისტს, რომლებიც 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიას ეწვივნენ და Echowaves Festival შექმნეს.

საჭიროდ მიგვაჩნია, ფესტივალმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ დაკავებული 16 ადამიანის (3 ძარცვის შემთხვევა, 13 ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული შემთხვევა) საკითხთან დაკავშირებით. მათგან 13 უკვე გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Echowaves-ის საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად და, გარკვეულ შემთხვევებში, შედეგიანადაც. ფესტივალის გუნდი თანადგომას უცხადებს დაკავებულ 3 ადამიანს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ამ დროისათვის იზოლატორში მყოფთა დასახმარებლად სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანიას, ფესტივალის ორგანიზატორები დაკავებულთა ფინანსურად დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავენ.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?