25 წლის პატიმრის დედა დახმარებას ითხოვს

25 წლის პატიმრის დედა დახმარებას ითხოვს

25 წლის პატიმრის, ნიკა ლოგუას დედა დახმარებას ითხოვს. ზუგდიდში მცხოვრები ნესტან ცირდავას თქმით, მისი შვილი, რომელიც ორი წელია ბათუმის #3 დაწესებულებაში სასჯელს იხდის, ცუდ პირობებშია. როგორც ცირდავა ამბობს, ამის შესახებ შვილის მიერ დღეს გამოგზავნილი წერილიდან შეიტყო.

„თავდაპირველად ქუთაისში იყო, მერე გადაიყვანეს ბათუმის ნომერ მესამე დაწესებულებაში. ორი წელია რაც ბათუმშია. მოუთხოვია სახალხო დამცველთან შეხვედრა და მას მერე დაიწო ზეწოლა. არ მისცეს საჭმელი და მიიყენა თვითდაზიანება. მე არ მაძლევენ უფლებას, რომ ვნახო ჩემი შვილი. მწერს, მიშველეო. შველას ვითხოვ, არ მინდა შვილი მომიკლან. მიხედონ, თუ სამკურნალოა უმკურნალონ“, - ამბობს ცირდავა.

როგორც ცირდავა ამბობს, დახმარების თხოვნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის რეგიონალური ოფისსაც მიმართა. ინფორმაცია მიაწოდა ასვე შვილის ადვოკატს, იოსებ ჯანაშიასაც.

იოსებ ჯანაშიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ პატიმრის წერილს გაეცნო და მის სანახავად ბათუმში ჩასვლას ორშაბათს გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, ნიკა ლოგუა 2016 წელს ზუგდიდში, სუპერმარკეტის გაქურდვის მცდელობისთვის დააკავეს და ექვსი წელი მიესაჯა, გამომდინარე იქიდან, რომ ადრე ნასამართლევი იყო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო