ზაზა ფირალიშვილი - ის ადამიანები, რომლებიც არაჩვეულებრივი გამჭრიახობით აღიქვამდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ყოველ შეცდომას თუ დანაშაულს, დღეს იგივეს სჩადიან

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოსს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, თქვენთან საუბარის დაწყება ზაფხულში განვითარებული პროცესების შეფასებით გვინდოდა, მაგრამ ვინაიდან გუგუტიანთკარის შემდეგ ოსურმა და რუსულმა მხარეებმა სოფელ ჩორჩანასთან და წნელისთან გააგრძელეს ბორდერიზაციის პროცესი, ვალდებულიც კი ვართ ამ თემაზე დავიწყოთ ჩვენი საუბარი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ის რაც ხდება ახლა დასახელებულ სოფლებში სწორედ იმის გაგრძელებაა, რაც წინ უძღოდა ზაფხულის პროცესების გააქტიურებაში რუსულ თემას. გასაგებია, რომ მოსკოვი არც თავად ისვენებს და არც ჩვენ გვასვენებს და ცდილობს მუდმივად გვამყოფოს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მაგრამ, ასეთ ვითარებაში მთავარია ჩვენ რამდენად ადეკვატურად ვრეაგირებთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ იმას, რაც ცხინვალის რეგიონის გამყოფ ადმინისტრაციულ საზღვრების გასწვრივ ხდება და მეორე მხრივ იმას, თუ რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი ხელისუფლება?

- სოფელ ჩორჩანასთან გამწვავების დროს რუსების სიჩუმემ ოსები აიძულა, რომ ულტიმატუმის არსებობა უარეყოთ, ხოლო ჩვენ ხელისუფლებას საშუალება მისცა ბოლომდე პრინციპული ყოფილიყო.

სიტუაცია ჯერ არ დაწყნარებულა, თუმცა, როგორც ჩანს, არსებითად აღარაფერი შეიცვლება. წინ გველოდება მთავრობაში გადანაცვლებები და ახალი პრემიერ- მინისტრის წარდგენა. ვნახოთ, რამდენად ივარგებს ჩორჩანას ამბები 20 ივლისის საპირწონედ.

წინ გველოდება მთავრობაში გადანაცვლებები და ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენა. ვნახოთ, რამდენად ივარგებს სოფელ ჩორჩანას ამბები 20 ივლისის საპირწონედ

საგარეო მტრის ხატების წინა პლანზე გამოსვლა, როგორც წესი, ხელისუფლებისათვის მომგებიანია, თუმცა, დგება მომენტი, როდესაც ეს აღარ მუშაობს.

- ქართველ დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 2019 წლის ზაფხული იმაზე ცხელი აღმოჩნდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ხელისუფლება ბევრი მიმართულებით გააქტიურდა.

ბევრმა ისიც კი თქვა, რომ ხელისუფლება შეტევაზეა გადასული, თან არაერთი მიმართულებით, მაგრამ ფაქტია, რომ ზაფხულში დაწყებული პროცესები იმის გამო გაგრძელდება შემოდგომაზე, რომ პრაქტიკულად არც ერთი მათგანი დასრულებული არაა...

- არა მგონია, ზაფხულის დაძაბულობა მოულოდნელი ყოფილიყო. მე იმ ბანალური ვითარებიდან გამოვდივარ, რომ პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი, როგორც წესი, ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებია და რომ, საბოლოო ჯამში, „რევოლუციონერები ვერსალში სხედან.“

გეთანხმებით, ხელისუფლება შეტევაზეა გადასული, მაგრამ ისეთი მოუხეშავი პოლიტტექნოლოგიებით სარგებლობს და ისე აშკარად იმეორებს „ნაციონალების“ ხერხებს, თავადვე ხელს უწყობს თავის მიმართ მოსახლეობაში უკმაყოფილების გაღვივებას.

ხელისუფლება შეტევაზეა გადასული, მაგრამ ისეთი მოუხეშავი პოლიტტექნოლოგიებით სარგებლობს და ისე აშკარად იმეორებს „ნაციონალების“ ხერხებს, თავადვე ხელს უწყობს თავის მიმართ მოსახლეობაში უკმაყოფილების გაღვივებას

ამას დავუმატოთ ისიც, რომ ბორდერიზაციით, გარეჯის პრობლემით, პრაიდისტული თუ ანტიპრაიდისტული გამოსვლებით და ა.შ. თითქოს საგანგებოდ არწევენ ჩვენს საზოგადოებრივ ნავს.

აშკარად იკვეთება რამდენიმე თემა, რომელიც ხანგამოშვებით თავს წამოჰყოფს და კორექტივები შეაქვს საზოგადოებრივ განწყობებში. ჰიბრიდული ომი არ დაწყებულა გუშინ ან თუნდაც ხუთი წლის წინ. კარგად გავიხსენოთ ჩვენი ისტორია და აღმოვაჩენთ, რომ უკვე ოცდაათი წელია ამ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით.

გაგახსენებთ, სააკაშვილი იმდენად იყო დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში, რომ ოპოზიციის ხმაში საზოგადოებრივ განწყობებს ვეღარ გრძნობდა. ფიქრობდა, რომ საქმეს ოპოზიციის “მოვლით” მოაგვარებდა.

იგივე გზას ადგას დღეს „ოცნებაც.“ როდესაც უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობების მთავარ მიზეზად ოპოზიციურ ტელევიზიებს და „ნაციონალების“ ხმაურს მიიჩნევ, აშკარაა, რომ რეალობის გრძნობა გაქვს დაკარგული.

როდესაც უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობების მთავარ მიზეზად ოპოზიციურ ტელევიზიებს და „ნაციონალების“ ხმაურს მიიჩნევ, აშკარაა, რომ რეალობის გრძნობა გაქვს დაკარგული

ეს კარგად გამოჩნდა მოსამართლეთა საკითხში და ეჭვი მაქვს, სამთავრობო ცვლილებების დროსაც იჩენს თავს.

სააკაშვილის პოლიტიკურმა ბედმა ის მაინც უნდა გვასწავლოს, რომ პროტესტის მიზეზებს კარგად უნდა გააზრება და რომ მხოლოდ ოსტატური პიარსვლებით საქმეს ვერ უშველი.

- თქვენი დაკვირვებით რა დასკვნების გაკეთება შეიძლება იმ მოვლენებზე, რაც წელს ზაფხულში განვითარდა და რომელთა ჩამონათვალიც კი საკმაოდ გრძელია?

- რიგითი მოქალაქე გამოსავალს ეძებს. ის ხედავს, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ თავს ვერ ართმევს სახელმწიფოს მართვას, არამედ ზოგჯერ აზიანებს მის ინტერესებს და თავისი უუნარობის შველას შუააზიური დემოკრატიისაკენ სვლით ცდილობს.

ამ განწყობების ავანგარში ახალგაზრდები აღმოჩნდნენ. ატმოსფეროში ტრიალებს ყოველივე ამის შეცვლის ნება.

აშკარაა პოლიტიკური ცხოვრების განახლების მოთხოვნა. ძველი პარადიგმები და პოლიტიკური მეტყველება ვეღარ იქონიებს ადრინდელ გავლენას

ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც იმედი აქვს, რომ „ოცნების“ ლიდერი სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს, მაგრამ ეს რესურსი თვალდათვალ იწურება.

აშკარაა პოლიტიკური ცხოვრების განახლების მოთხოვნა. ძველი პარადიგმები და პოლიტიკური მეტყველება ვეღარ იქონიებს ადრინდელ გავლენას.

- ოპოზიცია მმართველ გუნდს იმაში სდებს ბრალს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე იგი ცდილობს საინფორმაციო ველის მონოპოლიზებას და პოლიტიკური ველის იმგვარად რეკონსტრუირებას, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მისი უპირატესობა აშკარა იყოს.

თქვენი დაკვირვებითაც ასეა? ცდილობს ხელისუფლება საინფორმაციო სივრცისა და პოლიტიკური ველის სათავისოდ რეკონსტრუირებას?

- მე რომ ვთქვა, ჩემი დაკვირვებით ასე არ არის მეთქი, დამიჯერებთ? მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ესაა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიეღოთ. ამ ისტორიის შემდეგ „რუსთავი2“-ს ისეთმა ადამიანებმაც კი თანაუგრძნეს, ვინც უკვე დიდი ხანია, მას სიცრუის მანქანად მიიჩნევდა.

თუ ტვ პირველიც „რუსთავი-2“-ის ბედს გაიზიარებს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიხსენებს, რომ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მაშინ იწყებენ, როდესაც სხვას ვერაფერს აკეთებენ ქვეყნის სასიკეთოდ. თანაც, ინფორმაციის გავრცელების ტოტალური შეზღუდვა ჩვენს დროში ტექნიკურად არის შეუძლებელი.

თუ „ტვ პირველიც“ „რუსთავი-2“-ის ბედს გაიზიარებს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიხსენებს, რომ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მაშინ იწყებენ, როდესაც სხვას ვერაფერს აკეთებენ ქვეყნის სასიკეთოდ

ახალი ჩრდილო კორეის შექმნას არც ჩვენ დავუშვებთ და არც - ჩვენი გარემოცვა. ასეთი ხელისუფლების მოკავშირედ რუსეთი, ჩრდილო კორეა, კუბა და მისთანები თუ დარჩებიან.

როგორც ჩანს, ხელისუფლების სათავეში ისეთი ადამიანებია, ვისაც საბჭოთა შიში აქვს ტელევიზორში წარმოთქმული თუ გაზეთში დაბეჭდილი სიტყვისა. თუ ინფორმაციას რამე რეალური საფუძველი აქვს, მისი გაქრობა და სინამდვილის სრული მოდელირება შეუძლებელია, რაც არ უნდა დიდი ფულადი სახსრები დაახარჯო ამას.

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არავინ დაფიქრდა იმაზე, რომ „რუსთავი-2“-ის პარალიზება უკვე ინტერნეტში ალტერნატიული საპროტესტო საინფორმაციო ცენტრების სპონტანურ გაჩენას შეუწყობს ხელს. მაგალითისთვის, დღეს რუსეთში საპროტესტო განწყობილების მატარებელი რამდენიმე ათეული ინტერნეტ-ტელევიზიაა.

- შემოდგომაზე ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყება. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ შემოდგომა შედარებით მშვიდად იმის გამო ჩაივლის, რომ საინტერესო პროცესების განვითარება ოპოზიციურ ფლანგზეა უფრო მოსალოდნელი თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ მისთვის საზიანო ნაბიჯები თავად არ გადადგა.

რადგან ხელისუფლება თავის ძირითად ოპონენტებად „ნაციონალებსა“ და მათ განაყოფ „ევროპულ საქართველოს“ მიიჩნევს, ჩვენც შევეცადოთ იმის გარკვევას თუ რა ხდება ოპოზიციის ამ ფლანგზე. თუ ამ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს გავიხსენებთ, მართლაც სწორედაც რომ ლოგიკურია კითხვის ასე დასმა - რა ხდება ორ ჯგუფად გაყოფილ ყოფილ სახელისუფლებო გუნდებში?

- ხელისუფლებას ფსიქოლოგიურად უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანაში რეალური პროტესტი არსებობს. ამას „ნაციონალებიც“ უწყობენ ხელს თავისი აქტიურობით.

დღეს თქვენს მიერ დასახელებულები ოპოზიციური ფლანგის მთავარი აქტორების როლში არიან, მაგრამ თავისი წარსულისა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მათ მიმართ მყარად ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, შეზღუდული სარეიტინგო პერსპექტივა აქვთ. ბევრჯერ თქმულა, თუ როგორი ხელსაყრელია ეს „ოცნებისათვის“.

წლევანდელმა ზაფხულმა გამოაჩინა იმის ნიშნები, რომ არა მხოლოდ ცალკეულმა ადამიანებმა, არამედ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იგრძნო ჩიხი იმ ვითარების გამო, რომ პოლიტიკურ ველზე ძირითადად „ოცნება“ და „ნაციონალები“ ჩანან. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ გამოსავლის ძიება დაიწყოს და ეს გამოსავალი არც ხელისუფლებისა და არც ძირითადი ოპოზიციური ჯგუფებისათვის ხელსაყრელი არ იქნება.

წლევანდელმა ზაფხულმა გამოაჩინა იმის ნიშნები, რომ არა მხოლოდ ცალკეულმა ადამიანებმა, არამედ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იგრძნო ჩიხი იმ ვითარების გამო, რომ პოლიტიკურ ველზე ძირითადად „ოცნება“ და „ნაციონალები“ ჩანან. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ გამოსავლის ძიება დაიწყოს და ეს გამოსავალი არც ხელისუფლებისა და არც ძირითადი ოპოზიციური ჯგუფებისათვის ხელსაყრელი არ იქნება

„ოცნებამ“ დიდი ხანია, უარი თქვა ისეთ მოკავშირეებზე, რომლებსაც კრიტიკულ მომენტში დამოუკიდებელი აზრის და საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებთან კავშირის შენაჩუნება შეეძლოთ.

უფრო მეტიც, საკუთარი რიგებიდანაც განდევნა ლამის ყველა მსგავსი და ორიენტაცია აიღო უსახო და პოზიტიური ენერგიის არმქონე კადრებსა და ნეოფეოდალური და კლერიკალური იდეოლოგიის მატარებელ მოკავშირეებზე, რომლებიც „ნაციონალების“ მიმართ ზედმეტ გულმოწყალებას თუ დაუწუნებენ მას.

„ოცნებამ“ დიდი ხანია უარი თქვა ისეთ მოკავშირეებზე, რომლებსაც კრიტიკულ მომენტში დამოუკიდებელი აზრის და საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებთან კავშირის შენაჩუნება შეეძლოთ

საინტერესოა, რომ ასეთებმა, მიუხედავად პატრიოტული რიტორიკისა, ვერც საყდრისის აფეთქება „შეამჩნიეს“, ვერც მარიხუანას მოშენებისა და ექსპორტის იდეასთან დაკავშირებული პერიპეტიები, ვერც რუსეთის დუმის ერთ-ერთი ყველაზე უსახური დეპუტატის თავხედობა, ვერც ყოფითი კორუფციის მობრუნების ნიშნები, ვერც შერჩევითი სამართალი და ა.შ.

დღეს „ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა მჭიდროდ არის მიბმული ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესებთან. არის ნიშნები, რომ მოქმედებს მოდელი, რომელსაც პუტინმა რუსეთში მიმართა და სააკაშვილიც იმეორებდა - გაჩნდა განდობილთა წრე, რომელიც ნელ-ნელა ხელში იგდებს მთელს ეკონომიკურ ცხოვრებას, ხოლო ვინც დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, შერჩევითი სამართლით ითრგუნება.

დღეს „ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა მჭიდროდ არის მიბმული ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესებთან

საჯარო სამსახურიდან ადგილობრივი ხელმძღვანელები ცდილობენ გათავისუფლდენ დამოუკიდებელი აზრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ადამიანებისაგან.

ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ანკესის ნაცვლად უხვად არიგებენ თევზს. თითქოს ამით სტაბილურობასაც აღწევენ, მაგრამ, როგორც ამას მრავალი ისტორიული მაგალითი ადასტურებს, ამგვარი სტაბილურობა დროებითია.

თქვენ გახსოვთ, 2011 წლის მეორე ნახევარში როგორი უიმედოობა იყო. მას შემდეგ, რაც წლის პირველ ნახევარში ინიციატივა ხელთ აიღეს პერსონებმა და გაერთიანებებმა, რომლებსაც იმთავითვე არ შეეძლოთ ადამიანების მობილიზება და ფუჭად დახარჯეს საპროტესტო მუხტი, მთელი ჩვენი საზოგადოება თითქოს პარალიზებული იყო, მაგრამ ატმოსფეროში მაინც ლამის ხელშესახებად იგრძნობოდა ვითარების შეცვლის ნება.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი თავისი ეკლექტური პოლიტიკური გარემოცვით. და ქართველმა კაცმა ხელიდან არ გაუშვა ეს შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ არც მაშინ გამოირჩეოდა რაიმე კონცეპტუალური გამართულობით და მისი იდეოლოგია, არსებითად, „ნაციონალების“ მიმართ მკვეთრად უარყოფითი განწყობითა და ყველაფერი კარგის ზოგადი სურვილით ამოიწურებოდა. დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს მაშინდელს.

მაშინდელი სიტუაციის ჩიხურობისა და საზოგადოებრივი დეპრესიის გამო, ამ ვითარებაზე ბევრი ვხუჭავდით თვალს. სხვებთან ერთად, ეს მეც მეხება.

2011 წლამდე სიტუაციის ჩიხურობისა და საზოგადოებრივი დეპრესიის გამო, ამ ვითარებაზე ბევრი ვხუჭავდით თვალს. სხვებთან ერთად, ეს მეც მეხება... პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ჩიხი ადამიანებს იოლად ახუჭვინებს ბევრ რამეზე თვალს

ცხოვრება მკაცრია და ყველაფერი, რაზეც მაშინ თვალი დავხუჭეთ, დღეს ჩვენზე იძიებს შურს. ასე მოხდა უფრო ადრე, 2003 წელსაც. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ჩიხი ადამიანებს იოლად ახუჭვინებს ბევრ რამეზე თვალს.

- მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა გამოაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემითა და უბარიეროდ ჩატარდება ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ისეთი პერსონაჟებიც კი გამოჩდნენ, რომელთა სახეეები ხალხს დავიწყებულიც კი ჰქონდა.

ისეთი პირი უჩანს, 2020 წლის არჩევნებზე როგორც არასდროს ძნელი გასარჩევი იქნება ვინაა მმართველი ძალის რეალური ოპონენტი, ვინ უმიზნებს ხელისუფლების ალტერნატივობის როლს და ვინაა მზად „ოცნებასთან“ კოორდინაციაში მონაწილეობა მიიღოს მთავრობის ჩამოყალიბებაში. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- ვფიქრობ, ეს დალაგდება. 2020 წლისათვის ძირითადი აქტორები გამოიკვეთება და ოპოზიციური ფლანგის დიდი ნაწილიც თავის ცენტრს მოძებნის. ხელისუფლებამ ეს იცის და ამიტომაც ცდილობს, პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნოს ყველა, ვინც რაიმე სერიოზულ პოტენციას ატარებს.

2020 წლისათვის ძირითადი აქტორები გამოიკვეთება და ოპოზიციური ფლანგის დიდი ნაწილიც თავის ცენტრს მოძებნის. ხელისუფლებამ ეს იცის და ამიტომაც ცდილობს, პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნოს ყველა, ვინც რაიმე სერიოზულ პოტენციას ატარებს

ამ ეტაპზე შერჩევითი სამართალი აღმოჩნდა ის, რასაც იმდენად დაუფარავად მიმართავენ, რომ ამერიკელებმა ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირ, ლამის დიპლომატიური პირობითობების დაცვის გარეშე მიუთითეს ამაზე.

„ოცნება“ თავისი არსებობის იმ ფაზაშია შესული, რომ მისთვის ახალი და სოლიდური მოკავშირეების პოვნა უკვე დიდი პრობლემაა. აშკარა მოკავშირეობაზე მხოლოდ ისინი წავლენ, ვისაც სხვა საარჩევნო პერსპექტივა არა აქვს. როგორც ვიცი, ძალზე რთულად მიდის ახალი კადრების რეკრუტირების პროცესიც - განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

„ოცნება“ თავისი არსებობის იმ ფაზაშია შესული, რომ მისთვის ახალი და სოლიდური მოკავშირეების პოვნა უკვე დიდი პრობლემაა. აშკარა მოკავშირეობაზე მხოლოდ ისინი წავლენ, ვისაც სხვა საარჩევნო პერსპექტივა არა აქვს

დღეს ყველამ ვიგრძენით გააქტიურებული ახალგაზრდული მოძრაობის ძალა. ახლა უკვე ბევრი შეეცდება ამ მოძრაობის სადავეების ხელში ჩაგდებას. მაგრამ შეიძლება ხელში ჩაიგდო ცალკეული ახალგაზრდები და ჯგუფები, ხოლო ახალგაზრდობის, როგორც სოციალური ძალის მოკავშირედ ქცევა შეუძლებელია, თუ თავად არა გაქვს სიმართლის შეუვალი გრძნობა.

- პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება დაანონსა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ხელისუფლების ზეწოლის გამო იძულებული იყო დაეტოვებინა მის მიერვე დაფუძნებული „თიბისი ბანკი“, ხოლო შემდეგ ასევე მის მიერვე დაფუძნებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმი.

თქვენი დაკვირვებით, რა კორექტივებს შეიტანს ოპოზიციურ ფლანგზე ხაზარაძის გამოჩენა?

- ხაზარაძის გამოჩენა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია. ჩვენ ვიცნობთ ხაზარაძეს, როგორც მასშტაბურად მოაზროვნე ბიზნესმენს, როგორც ყველაზე დიდი ქართული ბანკის შემქმნელს, მაგრამ არ ვიცით ხაზარაძე, როგორც პოლიტიკოსი. არაერთხელ მითქვამს, რომ ობიექტურად მას წილად ხვდა ძალზე ხელსაყრელი სასტარტო პირობები.

დიდია ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ცხოვრებისაგან გათავისუფლებისა და პოზიტიური მუხტის მატარებელი პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ჯგუფის გამოჩენის სურვილი. ხაზარაძისა და მისი გარემოცვის კოზირია ქვეყნის ხედვა გეოეკონომიკურ კონტექსტში.

ეს მისთვის საპროგრამო დოკუმენტის ნაწილი კი არ არის, მისი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს. მან შეძლო და თავისი ბიზნესინტერესები, ანაკლიის პორტს ვგულისხმობ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაუკავშირა და ქვეყნის განვითარების ახალი პერსპექტივა მოხაზა.

მისი ოპონენტების ხედვა ამას რამდენიმე საფეხურით ჩამორჩება. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა ხომ ის რესურსია, რომლის მცირე ნაწილიც არ გვაქვს ათვისებული.

პოლიტიკაში ხაზარაძის გამოჩენა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია... ხაზარაძისა და მისი გარემოცვის კოზირია ქვეყნის ხედვა გეოეკონომიკურ კონტექსტში... მისი ოპონენტების ხედვა მისას რამდენიმე საფეხურით ჩამორჩება

ამასთან, ეს უკვე ადრეც ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ: ბიზნესის მართვა და პოლიტიკური მენეჯმენტი ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბიზნესმენებს ხშირად სურთ, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია ბიზნესკორპორაციის ანალოგიით მართონ. როგორც წესი, ამას კარგი არაფერი მოჰყვება ხოლმე.

უკვე საგანგებოდ ცდილობენ, ხაზარაძეს შეუქმნან „ულმობელი მევახშის“ იმიჯი. მაგრამ ეს ბრალდება შეიძლება ბრალმდებლებს ბუმერანგივით მიუბრუნდეთ. რადგან ბიზნესი არსად და არასოდეს არ ყოფილა უცოდველი - მით უმეტეს, თანამედროვე საქართველოში და კიდევ უფრო მით უმეტეს, 90-იანი წლების რუსეთში. მთავარია, ის კანონის ფარგლებს არ გასცდეს და სახელმწიფოს კუნთები არ მოიმარჯვოს კონკურენტების დასამარცხებლად.

შეიძლება კი წარმოვიდგინოთ ეკონომიკა გამართული საბანკო სექტორის გარეშე? იმასაც გავიხსენებ, რომ როდესაც ბოლო ხანებში მთელს საბანკო სექტორს საკომისიოებიდან შემოსავლები შეუმცირდა, ერთადერთი ბანკი, რომლის ანალოგიური შემოსავალი 664%-ით გაიზარდა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ცნობილი ბანკი გახლავთ.

ამ მონაცემების მოძებნა იოლად შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით. ესეც, თუ გნებავთ დამატებითი არგუმენტი იმ აზრის სასარგებლოდ, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე ნაკლებად არის დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან და სამართალი, უკვე მერამდენედ, მავანთა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ინსტრუმენტად იქცა.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე ნაკლებად არის დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან და სამართალი, უკვე მერამდენედ, მავანთა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ინსტრუმენტად იქცა

- ანაკლიის პროექტის თემა აქტუალობას არ კარგავს. ეიპიემ ფოთის ტერმინალის თბილისში ჩამოსულმა მაღალჩინოსნებმა ისეთი გაცხადებები გააკეთეს, რომ სულ უფრო რთული გასარკვევია ისინი ლონდონიდან ჩამოვიდნენ თუ მოსკოვიდან.

მხედველობაში მაქვს მათი საუბრები იმაზე, რომ ისინი აპირებენ ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას, რომ საქართველოს ორი ასეთი პორტი არ სჭირდება და თუ მაინც ასე იქნა, ორივე პორტზე თანაბარი წესები უნდა დაწესდეს.

თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ანაკლიის პროექტის გარშემო? ჩვენ რასაც ვხედავთ ისაა, რომ ამ პროექტის დამფუძნებლებსა და თანაავტორებს ხელისუფლება უცნაურადაც კი დევნის...

- სიტუაცია იმდენად ნათელია, რომ ვფიქრობ მისი გაბუნდოვანება შეუძლებელი იქნება გნებავთ ფოთის პორტის იდეის წინა პლანზე წამოწევით, გნებავთ სხვა დიდი ეკონომიკური პროექტებით, იქნება ეს მარიხუანას ექსპორტის იდეა თუ ყურადღების ცენტრად კვლავ გიგანტური ჰესების პრობლემის ქცევა. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლოსაც ვერ მიდის თავისი მასშტაბითა და შესაძლებლობებით ანაკლიის პორტის იდეასთან.

სიტუაციას კიდევ უფრო ნათელს ხდის ქერჩის სრუტეში ტამანის პორტის მშენებლობის თემის გააქტიურება რუსული კონსორციუმის მხრიდან, კლაიპედის პორტის მშენებლობისათვის ხელის შეშლის მცდელობები და ა.შ. რუსეთი ცდილობს, მონოპოლურად დაეუფლოს სატრანზიტო გზებს და ცდილობს, არ დაუშვას რაიმე ალტერნატივის არსებობა.

რუსეთი ცდილობს მონოპოლურად დაეუფლოს სატრანზიტო გზებს და ცდილობს, არ დაუშვას რაიმე ალტერნატივის არსებობა

გვახსოვს, რომ იგივე სიტუაცია იყო, როდესაც გაჩნდა იდეა საქართველოს ტერიტორიის ენერგომატარებელთა სატრანზიტო გზად გამოყენების შესახებ. დღეს ბევრს უკვე აღარ ახსოვს, თუ როგორ გვსჯიდნენ ამის გამო და რა ძალისხმევა გახდა საჭირო ამ პროექტების განსახორციელებლად.

არადა, სწორედ ამ იდეამ გადაიყვანა ქართული სახელმწიფო ახალ დონეზე და მის მიმართ სულ სხვა ყურადღება გაჩნდა.

ამ სიტუაციაში დღევანდელი ხელისუფლების ქცევა სრულ თანხმობაშია რუსულ ინტერესებთან. თუნდაც ეს თანხვედრა უნებლიე იყოს, რისი დაჯერებაც უფრო და უფრო ძნელი ხდება, ანაკლიის პორტის ავტორების წინააღმდეგ შეტევა, რბილად რომ ვთქვათ, უკვე ისეთი შეცდომაა, რომლის გამოც ამ შეტევის წამომწყებები უკვე ისტორიის წინშე აგებენ პასუხს.

დღევანდელი ხელისუფლების ქცევა სრულ თანხმობაშია რუსულ ინტერესებთან. თუნდაც ეს თანხვედრა უნებლიე იყოს, რისი დაჯერებაც უფრო და უფრო ძნელი ხდება, ანაკლიის პორტის ავტორების წინააღმდეგ შეტევა, რბილად რომ ვთქვათ, უკვე ისეთი შეცდომაა, რომლის გამოც ამ შეტევის წამომწყებები უკვე ისტორიის წინაშე აგებენ პასუხს

უცნაურია და ჩვენმა პოლიტიკოსებმა ჯერაც ვერ ისწავლეს საკუთარი თავის „გარედან ხედვა“, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯერაც უჭირთ თავისი მოქმედების დანახვა ისტორიულ პერსპექტივაში.

- ზაფხულის პროცესების გააქტიურება რუსეთის თემასაც უკავშირდებოდა. რუსეთის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსულ-ოსურმა მხარეებმა ბორდერიზაციის პროცესი სოფელ გუგუტიანკარში გააგრძელეს.

ამ თემაზე ლევან ბოძაშვილმა განაცხადა - რუსეთთან ომში საკუთარ თავთან აგებთ ომს - პრობლემები გვაქვს შიგნით და ნაცვლად იმისა, რომ გვქონდეს ერთიანი პოზიცია, საზოგადოების დიდ ნაწილში ისევ დამთმობლური განწყობაა.“

რუსეთის თემაზე მსჯელობისას თქვენ ხშირად საუბრობთ „შინნაზარდ პუტინისტებზე“. თქვენი დაკვირვებით, 2019 წლის შემოდგომაზე და 2020 წლის არჩევნებზე რამდენად სახიფათონი შეიძლება აღმოჩდნენ „შინნაზარდი პუტინისტები?

- ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ ხელისუფლება სადემარკაციო ხაზის შეცვლაზე ზედმიწევნით ადექვატურად რეაგირებს, მაგრამ სამართლიანობისათვის არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთისათვის ოკუპირებული რეგიონები ჩვენი განწყობილებების მართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

რუსული პოლიტიკისათვის ქართული სახელმწიფოს არსებობა ისტორიული ნონსენსია. რუსული საეკლესიო წრეებიც კი საქართველოს იმპერიის ერთგვარ ეგზოტიკურ დანამატად, ერთგვარ ბიზანტიურ მემკვიდრეობად მიიჩნევენ. ამ რეგიონებით მანიპულირებას ისინი კიდევ დიდხან განაგრძობენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ამ ხერხით შეუძლებელია ქართული სახელმწიფოს განვითარების შეჩერება.

ერთი შეხედვით, მათი ქცევა არავითარ პოლიტიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება. მაგრამ რუს ველიკოდერჟავნიკებს არ სჭირდებათ შემორიგებული საქართველო. მათ რომ ეს ნდომებოდათ, ჩვენს შორის ურთიერთობები უკვე ოცი წლის წინ დალაგდებოდა. საქართველო მათ იმპერიის დანამატად სურთ.

რუს ველიკოდერჟავნიკებს არ სჭირდებათ შემორიგებული საქართველო. მათ რომ ეს ნდომებოდათ, ჩვენს შორის ურთიერთობები უკვე ოცი წლის წინ დალაგდებოდა. საქართველო მათ იმპერიის დანამატად სურთ

სადემარკაციო ხაზის ყოველ შეცვლას მოჰყვება ხოლმე ჩვენი პუტინისტების ან მათ გავლენაში მყოფების განცხადებები იმის შესახებ, რომ ყველამ მიგვატოვა, არავის ჩვენი ბედი არ აინტერესებს და აუცილებელია რუსეთთან დიალოგი. სულ მინდა ვიკითხო, თუ ვისთან დიალოგს გულისხმობენ. არსებობს კი ის, ვისაც ჩვენთან დიალოგი სურს?

ამ ახალი გამწვავებისასაც გაისმა ხმები იმის შესახებ, რომ 2008 წელს ამერიკამ რეალური დახმარების ნაცვლად წყალი და პლედები მოგვაწოდა. როგორც წესი, ივიწყებენ ერთ „მცირე“ დეტალს - ამერიკელებმა ეს წყალი და პლედები მოგვაწოდეს სამხედრო გემებით და სწორედ ამ გემების გამოჩენის გამო გახდა იძულებული ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თბილისში შემოჭრაზე უარი ეთქვა და კონფლიქტის ზონას დაბრუნებოდა. ამიტომაც მგონია, რომ ეს გამწვავებები ჩვენს პუტინისტებთან კოორდინაციის გარეშე არ ხდება.

თუ ხელისუფლება განაგრძობს საინფორმაციო სივრცისა და პოლიტიკური სპექტრის ქირურგიული ჩარევით მოდელირებას, პრორუსული ძალები, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკური წონა სრული მობილიზების შემთხვევაშიც კი არ არის განსაკუთრებულად დიდი, ამ ეტაპზე მნიშვნელოვან ფორას მიიღებენ. რაც დრო გადის მით უფრო ძნელია ეს შემთხვევით პროცესად მივიჩნიოთ.

თუ ხელისუფლება განაგრძობს საინფორმაციო სივრცისა და პოლიტიკური სპექტრის ქირურგიული ჩარევით მოდელირებას, პრორუსული ძალები, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკური წონა სრული მობილიზების შემთხვევაშიც კი არ არის განსაკუთრებულად დიდი, ამ ეტაპზე მნიშვნელოვან ფორას მიიღებენ. რაც დრო გადის მით უფრო ძნელია ეს შემთხვევით პროცესად მივიჩნიოთ

რაც შეეხება საერთო სტრატეგიის შემუშავებას, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თავისი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში გადაიყვანეს და მთელი აზარტით არიან მასში ჩართულები.

ამ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ რაიმე საერთო ენა მოძებნონ თუნდაც რუსულ პოლიტიკასთან მიმართებაში. არადა, ეს აუცილებელია და ვინც ამას ხელს უშლის, ნებსით თუ უნებლიეთ რუსული პოლიტიკის ინტერესებს ემსახურება.

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თავისი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში გადაიყვანეს და მთელი აზარტით არიან მასში ჩართულები

ქართული პოლიტიკური ცხოვრება განსაკუთრებულად არასოდეს გამოირჩეოდა პირობითობების, ღირებულებებისა და ა.შ. მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტებით, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, ყოველგვარ საზღვარს სცილდება. „ნაციონალების“ წინააღმდეგ ბრძოლის დროშით ხელისუფლებაში მოსული ადამიანები დღეს სწორედ მათ მეთოდებს მიმართავენ.

შეცდომას შეცდომა მოსდევს, ამ უკანასკნელს - შეცდომათა გადაფარვის მცდელობა საინფორმაციო სივრცის კორექტირების გზით. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლება შევიდეს შეცდომათა და დანაშაულთა ჩიხში და საზოგადოებას უკვე სხვა არაფერი რჩება, ის ყველა ხერხით მოიშოროს თავიდან.

„ნაციონალების“ წინააღმდეგ ბრძოლის დროშით ხელისუფლებაში მოსული ადამიანები დღეს სწორედ მათ მეთოდებს მიმართავენ

და ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველ პოლიტიკოსს პოლიტიკური წარმატება სამუდამო ჰგონია და საკუთარი მდგომარეობის სიმყარეში, საკუთარი თავის მიმართ ჭარბ ნდობაში დარწმუნებული, თავის თავს ნარცისული ტკბობით „მცირე გადაცდომათა“ უფლებას აძლევს. ვერ გრძნობს თუ როგორ დაგროვილა მის მიმართ უკმაყოფილება.

შემდეგ ისევ და ისევ ნარცისულ ტკბობაში ამ უკმაყოფილების მიზეზს საკუთარ თავში კი არ ხედავს, არამედ იმათ დევნას იწყებს, ვინც უკმაყოფილებას ახმოვანებს. პოლიტიკურ მარცხს კატასტროფად მიიჩნევს და, სამწუხაროდ, შორს არის იმის გააზრებისაგან, რომ მარცხი ერთია და კატასტროფა - სხვა. თუ არ დაუშვებ მარცხის შესაძლებლობას, აუცილებლად კატასტროფა გელის. ჩვენ ესეც უკვე არაერთხელ ვნახეთ და ძალიან არ ვისურვებდი, კიდევ ერთხელ გვენახა.

ის ადამიანები, რომლებიც არაჩვეულებრივი გამჭრიახობით აღიქვამდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ყოველ შეცდომას თუ დანაშაულს, დღეს იგივეს სჩადიან და საკუთარი თავის მიმართ ბარბაროსულად ბრმანი რჩებიან.

ის ადამიანები, რომლებიც არაჩვეულებრივი გამჭრიახობით აღიქვამდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ყოველ შეცდომას თუ დანაშაულს, დღეს იგივეს სჩადიან და საკუთარი თავის მიმართ ბარბაროსულად ბრმანი რჩებიან

ჰოდა, რა გასაკვირია, თუ გასაჭირში ისინი იკადრებენ და არა მხოლოდ ფარულად არამედ აშკარად პუტინისტურ ძალებთან გააბავენ კავშირებს, თუკი ხელოვნურად შეუწყობენ ხელს ნეოფეოდალურ-კლერიკალური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობის გაძლიერებას?!

- საშინაო პოლოიტიკის აქტუალურ თემებზე მსჯელობისას „შენების“ მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების მახასიათებლებით, - ამაში პოლიტიკური შემადგენლობების რაოდენობრივ მაჩვენებლებს ვგულისხმობ, ასევე იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს ვეღარ იტანენ ერთ საერთო ქვეყანაში, - დაპირისპირება სწორედ რომ სამოქალაქო ომის პარამეტრებს უახლოვდება“

თქვენი დაკვირვებით, რამდენად სახიფათოა საზოგადოებაში არსებული ამგვარი განწყობები და რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ შემოდგომა პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთი ცხელი არ იქნება, როგორც ზაფხული?

- უკვე ვთქვი, რომ „ოცნებაც“ და მისი ძირითადი ოპონენტებიც ცივი სამოქალაქო ომის ვითარებას უკვე 2012 წლის შემდეგ ქმნიდნენ, თუმცა, ახლა პრიორიტეტი მათ არ ეკუთვნით.

დღესაც, როგორც ერთს, ისე მეორეს არ აწყობს ვითარების დამშვიდება და რაციონალურ ნიადაგზე გადასვლა

საშინაო პოლიტიკური ცხოვრების ამ რეჟიმში წარმართვა უკვე 80-90 წლების მიჯნიდან იქცა ჩვენს ნიშნად. დღესაც, როგორც ერთს, ისე მეორეს არ აწყობს ვითარების დამშვიდება და რაციონალურ ნიადაგზე გადასვლა.

აპოკალიფსური განწყობების შექმნის გარეშე როგორც ერთს, ისე მეორეს გაუჭირდება პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე დარჩენა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა