ავღანეთში სამთავრობო ძალებმა 34 თალიბი  მოკლეს

ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ყუნდუზში სამთავრობო ძალებსა და რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. ქალაქს თალიბანის მებრძოლები თავს დაესხნენ. ამ დროისთვის სამთავრობო ძალებმა, რომლებსაც დამხმარე ძალებიც შეუერთდნენ, მოახერხეს „თალიბანის“ 34 მებრძოლის ლიკვიდირება, ხოლო 32 მებრძოლი ხელისუფლების ძალებს ტყვედ ჩაბარდა. მებრძოლებიდან 8 უშუალოდ შეტაკებისას მოკლეს, 26 ადამიანი კი ავიაციის საშუალებით გაანადგურეს. „თალიბები“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, მათ დაიკავეს ადგილობრივი საავადმყოფოც და პაციენტები მძევლად აიყვანეს.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს