პენტაგონი 2020 წლის არჩევნებისთვის ყალბი ამბების გამოსავლენად პროექტის რეალიზებას იწყებს

ამერიკის თავდაცვის სამინისტრო იწყებს პროექტის რეალიზებას, რომელიც ფართომასშტაბიანი, ავტომატური გენერირებული საინფორმაციო შეტევების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. მისი დაწყება 2020 წლის 3 ნოემბერს დაგეგმილ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.

პენტაგონი აპირებს, შეისყიდოს დანადგარები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება „ფეიკების“ გამოვლენა ტექსტურ და აუდიოვიზუალურ ფორმატებში.

მოსალოდნელია, რომ ოთხი წლის განმავლობაში სისტემა იმუშავებს სატესტო რეჟიმში, ვიდრე ცალსახად დაიდება დასკვნა მისი ეფექტურობის შესახებ.

პენტაგონის გეგმებში შედის ალგორითმების ისეთი სრულყოფილი სისტემის შექმნაც, რომლითაც „ფეიკების“ მანამდე აღმოჩენა გახდება შესაძლებელი, ვიდრე ისინი სოციალურ ქსელებში უზარმაზარ პოპულარობას მიაღწევენ. ამგვარად, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული სამმართველო გეგმავს, კონცენტრირება განახორციელოს დეტექტორების შექმნაზე, რომლებსაც გამოიყენებენ სემანტიკური შეუსაბამობების გამოსავლენად. თავად ტექნოლოგიას „SemaFor“-ს დაარქმევენ, რომელიც მომდინარეობს Semantic Forensics program-დან (სემანტიკური კრიმინალისტიკის პროგრამა).

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა