ანრი ოხანაშვილი - მოდად არის ქცეული ხელისუფლების კრიტიკა, თუ ვინმეს  გამოკითხვაზე იბარებენ, ყველა ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს

მოდად არის ქცეული ხელისუფლების კრიტიკა. თუკი ვინმეს შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე ედავებიან, გამოკითხვაზე იბარებენ, ყველა ხელს იშვერს ხელისუფლებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია პროკურატურაში დაგეგმილია თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა.

"ეს არის მეორე უკიდურესობა, როდესაც ადამიანები გაურბიან პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრიათ ნებისმიერი საქმის კეთების დროს. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ყველაფერს აქვს თავისი სამართლებრივი მხარე და პროცედურა. კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დაიდება, შემდეგ სასამართლომ განახორციელოს კონტროლი, განსჯადობა სასამართლოს პრეროგატივაა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 სექტემბერს, გენერალურმა პროკურატურამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, სადაც პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენაა დაგეგმილი.

"პროკურატურა ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე, - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს და უარყოფს ინფორმაციას 6 სექტემბერს დიპლომატებთან დახურული შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს