რუსი დიპლომატები ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს შეხვდნენ

გერმანელი სამართალდამცველები შეამოწმებენ, არის თუ არა ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რუსეთის მოქალაქე. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ გერმანიაში რუსეთის საელჩოში განუცხადეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსი დიპლომატები დაკავებულის თხოვნით, მას საპატიმროში შეხვდნენ და საკონსულო-სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინეს. საელჩოში სააგენტოს განუცხადეს, რომ „სპეკულაციებისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის თავიდან ასაცილებლად, დაელოდონ გამოძიების დასრულებას“.

23 აგვისტოს ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, მოაბიტის რაიონში უცნობმა პირმა ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. ბერლინის პროკურატურამ 24 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ 40 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა