პოლონეთში ქართული ქვევრის პრეზენტაცია გაიმართა

პოლონეთში გამართულ მასშტაბურ ფოლკლორულ ფესტივალზე „Pannonica folk festival 2019“ ქართული ქვევრის პრეზენტაცია მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის მიზანია ქვევრის დამზადებისა და მისი გამოყენების სრული ციკლის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ფესტივალზე ფილმის - “დამზადებულია ქვევრში” ჩვენება გაიმართა, რომელშიც მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურისა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ.

ასევე, ფესტივალზე თიხის გამოსაწვავი ღუმელის დემონსტრირებაც მოხდა. აღნიშნული ღონისძიება ფესტივალის ცენტრალურ ადგილას მოეწყო და ქვევრის ნახვის საშუალება ბევრ სტუმარს მიეცა. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ფესტივალმა ასევე უმასპინძლა სემინარებს ქართული ღვინის შესახებ, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „ვინისფერას“ ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა. მისი განცხადებით, მონაწილეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ქართული ღვინითა და მისი კულტურით. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინოები. საგამოფენო სივრცეს ღვინის პროფესიონალები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

„პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია