Mastercard-ი საქართველოში უნაღდო გადახდების გამოწვევას იწყებს

Mastercard-მა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უნაღდო გადახდების გამოწვევა დააანონსა. პრომო აქციაში ჩართული ინფლუენსერები ერთი კვირის განმავლობაში ყველგან: მაღაზიებში, სალონებში, რესტორნებსა თუ სხვა ადგილებში მხოლოდ სმარტფონით, Apple Pay-ს აპლიკაციაზე მიბმული Mastercard-ის ვირტუალური ბარათით გადაიხდიან. დღეიდან Apple Pay-ით გადახდა Mastercard-ის მეშვეობით დღეის მონაცემებით „საქართველოს ბანკში“, VTB-სა და „თიბისიში“არის ხელმისაწვდომი.

როგორც Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში იგორ სტეპანოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, Apple Pay-ით გადახდა ძალიან მარტივია, სხვადასხვა კომპანია კი მომდევნო დღეების განმავლობაში კლიენტებს აპლიკაციით გადახდის შემთხვევაში საჩუქრებს შესთავაზებს.

„საქართველოში Apple-ს სმარტფონების ყველა მომხმარებელს დღეიდან გადახდის დროს თავისი ტელეფონის გამოყენება შეეძლება. ამ კვირის განმავლობაში ის კლიენტები, ვინც Apple Pay-ს მეშვეობით გადაიხდიან თანხას, სპეციალურ საჩუქრებს მიიღებენ სხვადასხვა სავაჭრო ფირმისგან. რაც შეეხება გადახდის პროცესს, ეს საკმაოდ მარტივია - უბრალოდ, ტერმინალთან ყოფნისას უნდა შეეხოთ თქვენს ტელეფონს და ტრანზაქცია განხორციელდება. საქართველო ინოვაციების მიმართ გახსნილი და მათში ჩაბმულია, ყველა ტერმინალი ასრულებს უკონტაქტო გადახდებს და დღეიდან გადახდა Apple Pay-ს მეშვეობითაცაა შესაძლებელი“, - განაცხადა იგორ სტეპანოვმა.

მანვე განაცხადა, რომ სმარტფონით გადახდა დღესდღეობით ძალიან პოპულარულია.

„ვთვლით, რომ საქართველოში ეს ტენდენცია ძალიან დინამიური იქნება. ეს შესაძლებელი იქნება იმ ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რომელიც ჩვენ შევქმენით ჩვენს პარტნიორებთან ერთად. დარწმუნებული ვართ, რომ Apple Pay გახდება უნაღდო გადახდების უზარმაზარი განვითარების ბიძგი საქართველოში“, - აღნიშნა სტეპანოვმა.

გამოწვევის პირველი მონაწილეები შეეცდებიან, ერთი კვირა მხოლოდ სმარტფონით, საფულისა, ბარათებისა და ქეშის გარეშე გაატარონ და ყველას აჩვენონ, რომ ჩვენი რეალობა ჭეშმარიტი ტექნოლოგიური და უნაღდოა. ისინი Mastercard-სგან სამახსოვრო პრიზებსა და ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებენ.

მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ „ქეშლეს ჩელენჯი“ ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა.

„გამოწვევაში მივიღებ მონაწილეობას. ძალიან მიხარია, რომ მეც მოვხვდი ამ ადამიანებს შორის. ეს ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა ჩვენთვის. ყველანაირად ვეცდები, „გადავაგდო“ საფულე, პრინციპში, თითქმის მქონდა კიდეც „გადაგდებული“, თუმცა ეს აპლიკაცია უფრო დამეხმარება, რომ საფულე საერთოდ არ მქონდეს და მარტივად, ტელეფონით, ამ აპლიკაციის საშუალებით გადავიხადო ყველაფერი, რაც არის ალბათ ყველაზე დიდი კომფორტი“, - აღნიშნა მაყაშვილმა.

Mastercard-მა საჩუქრები ყველასთვის დააანონსა, ვინც პრომო კამპანიას სექტემბერ-ოქტომბერში შეუერთდება. Apple Pay-ს Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში ისინი Mastercard-სა და პარტნიორი სავაჭრო ფირმებისგან სპეციალურ სარგებლებსა და სიურპრიზებს მიიღებენ: RGG მაღაზიათა ქსელში (Zara, Massimo Dutti, Mango, Gap, Promod, Aldo და სხვა.) - 5 ლარიან ვაუჩერს ყოველ 50 ლარიან ტრანზაქციაზე; McDonald's-ში - ყოველ 5 ლარიან ტრანზაქციაზე უფასო ბურგერს; Carrefour-ში - ყველა ტრანზაქციაზე გაორმაგებულ ქულებს MyClub-ზე და GULF-ში - ასევე 5 ლარიან ვაუჩერს ყოველ 50 ლარიან ტრანზაქციაზე.

პრესკონფერენციის დროს, იგორ სტეპანოვმა ინფლუენსერებს, მედიასა და სხვა სტუმრებს აუხსნა, თუ როგორი მარტივი, მოსახერხებელი და დაცულია ყველა გადახდა მობილური ტელეფონისა და Mastercard-ის მეშვეობით.

საბანკო ბარათის გამოყენების დროს მობილურით გადახდისას, ბარათის მონაცემები არც მოწყობილობაში და არც მობილურ სერვერებზე არ ინახება. იგი იცვლება უნიკალური ანგარიშის ნომრით, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება მობილურში. თითოეული გარიგება დასტურდება უნიკალური უსაფრთხოების კოდით.

უკონტაქტო გადახდა საქართველოში გადახდების სისწრაფისა და კომფორტის სიმბოლო გახდა. რაც შეეხება უკონტაქტო გადახდების რაოდენობის ზრდას, დღეს საქართველო რეგიონის ლიდერებს შორისაა, Mastercard–ის კვლევის თანახმად, თითქმის ყოველი მეორე გარიგება, რომელიც აქ Mastercard-ის ბარათით არის გაფორმებული, უკონტაქტოა. სმარტფონი გლობალური მასშტაბით გადახდის ნომერ პირველ აპარატად იქცა. Mastercard-ის „ინოვაციის გავლენის შესწავლის” კვლევის თანახმად, მობილურ გადახდებს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მთელ მსოფლიოში - ევროპელთა თითქმის 50 პროცენტმა მობილური ტელეფონი პირველ ადგილზე დააყენა სასურველი გადახდის აპარატებს შორის, ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია - ადამიანების 74% გადახდის საშუალებად სწორედ ეს მოწყობილობა ურჩევნია.

Mastercard აერთიანებს გადასახადებს იქ, სადაც ის მუდმივად გვჭირდება - მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მნიშვნელოვან ღონისძიებებში, ონლაინ ეკოსისტემაში. ყველაფერთან ერთად, დღეს Mastercard უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გადახდის სისტემა. ეს არის სწორი გზა და გასაღები ახალი შეთავაზებებისა და მეტი სარგებლისკენ, და უფრო მნიშვნელოვანი - ფასდაუდებელი ემოციებისა და გამოცდილებისკენ.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს