„ისთ ფოინთში“ საქართველოში ყველაზე დიდი ავეჯის ჰაბი გაიხსნა

პირველ სექტემბერს შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქ „ისთ ფოინთში“ საქართველოში ყველაზე დიდი ავეჯის ჰაბი გაიხსნა. იგი განთავსებულია „ისთ ფოინთის“ ქვედა პარკინგის მიმდებარედ, 5000 მ2 ფართობზე. შესაბამისად, ყველას ვისაც ავეჯის შეძენა სურს, ამიერიდან საშუალება აქვთ სასურველი ნივთები ერთ სივრცეში შეიძინონ, იქ სადაც ყველაზე დიდი არჩევანია.
ავეჯის ჰაბში განთავსებულია ბრენდები: Comforter, Mobler, EnzaHome, Marco, New Light, Forum.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბის გახსნით ისთ ფოინთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გახდა საქართველოში.
მეტი კომფორტისთვის, აღსანიშნავია, რომ ისთ ფოინთის ტერიტორიაზეა სამშენებლო ჰიპერმატკეტი ,,დომინო“ და სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში შეიძონოს ყველაფერი, რაც რემონტს და ავეჯს უკავშირდება.

ავეჯის ჰაბის გახსნის ცერემონიაზე მომხმარებელს საშუალება ჰქონდა 40%-მდე ფასდაკლებით ესარგებლა, ხოლო პირველმა 100-მა მყიდველმა განსაკუთრებული საჩუქარები მიიღო ავეჯის მაღაზიებისგან.

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს მხიარული და სასიამოვნო გარემო დახვდათ. საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ფოტოსტენდით, რომელიც ადამიანის ერთ სივრცეში ფრენის ილუზიას ქმნის, ასევე, ილუზიების ოთახით, გრანდიოზული ლოგინი-ბატუტითა და ფერადი ბალიშებით. ღონისძიებას კოსტიუმირებული აკრობატებიც ახალისებდნენ. დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე გათამაშება. გამარჯვებულები, ღონისძიების წამყვანმა ბახვა ბრეგვაძემ დაასაჩუქრა. გახსნის ღონისძიება ბენდ Sound Lab-ის კონცერტით დასრულდა. საქართველოში არსებული ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბი მომხმარებელს მომავალშიც ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.
(R)
























