ჩერჩილის შვილიშვილი ბრიტანეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციიდან გარიცხეს

უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსი ბრიტანეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციიდან გარიცხეს.

დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტის დღის წესრიგის ცვლილებას პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მოწოდების მიუხედავად მხარი დაუჭირეს, კონსერვატიული ფრაქციიდან გარიცხეს. ისინი მომავალ არჩევნებში ამ პარტიის სახელით მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებენ.

გუშინ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმა მისცა დღის წესრიგის ცვლილებას, რამაც პარლამენტს საშუალება მისცა განიხილოს მთავრობისთვის ხელშეკრულების გარეშე ევროკაშირიდან გამოსვლის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი, რაც ამ პროცესის გადადებასაც გულისხმობს სულ ცოტა სამი თვით. პრემიერი ჯონსონი დეპუტატებს მოუწოდებდა დღის წესრიგის ცვლილების წინააღმდეგ მიეცათ ხმა და თავისი პარტის წევრებს ფრაქიიდან გარიცხვის თაობაზე აფრთხილებდა.

დღის წესრიგის ცვლილებას ხმა მისცა კონსერვატიული პარტიის („ტორის“) 21-მა დეპუტატმა. მათ შორის აღმოჩნდნენ უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსი, ბრიტანეთის პარლამენტის ვეტერანი დეპუტატი კენ კლარკი და ფილიპ ჰამონდი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ტრანსპორტის მინისტრი, ტერეზა მეის კაბინეტში კი ხაზინის კანცლერის თანამდებობა ეკავა.

ჩერჩილის 71 წლის შვილიშვილი ნიკოლას სომსი პარლამენტის წევრია 1983 წლიდან. მას 2014 წელს დედოფალმა რაინდობა მიანიჭა.

ამ მოცემულობით გაერთიანებულ ოპოზიციას პრემიერ ბორის ჯონსონის წინააღმდეგ უკვე 43 მანდატიანი უპირატესობა აქვს. დღის წესრიგის ცვლილების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ უნდა, მაგრამ თუ დეპუტატები უხელშეკრულებო „ბრექსიტის“ შესახებ კანონს მიიღებენ, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალი იქნება. შესაბამისად, ის პარლამენტში ვადამდელი არჩევნების საკითხს გაიტანს კენჭისყრაზე.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა