გიორგი ახვლედიანი - მიზეზი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ხელისუფლება არ აპირებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას

არავითარი მიზეზი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ხელისუფლება არ აპირებდეს სააჩევნო სისტემის ცვლილებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის წინაპირობა ჯერ არ შექმნილა და იმედოვნებს, რომ არც მომავალში შეიქმნება.

ახვლედიანის თქმით, მას მხოლოდ ერთადერთი მოლოდინი აქვს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს საჯარო განხილვები და უკვე შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, წლის ბოლოს საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა ჰქონდეს.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მაქსიმალურად სწრაფად. ეს ქვეყანას იმდენ პოზიტივს მოუტანს, რომელიც ჯერ ვერც წარმოგვიდგენია, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის რამდენ კარგს მოიტანს ეს ქართულ პოლიტიკაში, რამდენ სტაბილურობას, დემოკრატიას, ცივილიზებულობას და წინ გადადგმულ ნაბიჯს. ამის ხელიდან გაშვება არის ქვეყნის ღალატი. მე არ ვიცი ამას ვინ მოაწერს ხელს, იმედი მაქვს, რომ არავინ",-აცხადებს ახვლედიანი.

ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, საყოველთაო-სახალხო განხილვის ორი საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. კომისიები იდენტური შემადგენლობით იმუშავებს. ამ წუთებში აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს