ქართული სტარტაპი „საპო“ ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ბრიტანეთის საბჭოს პროექტისა და კონკურსის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებული საქართველო გახდა. კონკურსში, რომელშიც 7 ქვეყნის 90 ინსტიტუცია მონაწილეობდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის არტ ინკუბატორის წევრმა სტარტაპმა „საპომ“ გაიმარჯვა.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არტ ინ­კუ­ბა­ტო­რის წევ­რე­ბი ნა­ი­ლი ვა­ხა­ნია და თენ­გიზ კავ­კა­სი­ძე არი­ან. სტარტაპი „საპო“ ამზადებს ნატურალური ინგრენდიენტებისგან ხელნაკეთ საპონს, რომელსაც აქვს ცხოველების ფორმა. იდეა მდგომარეობს შემდეგში: დამზადებული საპნების საშუალებით ბავშვებს შეუყვარდეთ ხელის დაბანა. ყველა საპონს რომელსაც აქვს ცხოველის ფორმა, მოყვება საკუთარი ზღაპარი, სადაც აღწერილია ამ პერსონაჟის თავგადასავალი, თუმცა ყველა თავგადასავალს აკლია ბოლო გვერდი, რომელიც გრაგნილის სახით არის დახვეული და დამალულია საპონში. ზღაპრის ბოლოს ბავშვებს შეხვდებათ წარწერა რომ თუ გსურთ ამბის დასასრულის გაგება რაც შეიძლება ხშირად უნდა დაიბანოთ ხელი და ამბის დასასრულს საპონში იპოვით.

ქართველ სტარტაპერებთან ერ­თად ბრი­ტა­ნეთ­ში გამართულ კონკურსში კი­დევ 6 ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი მონაწილეობდა. პროგ­რა­მა „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი“ 7 ქვე­ყა­ნა­ში: სა­ქარ­თვე­ლო­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და ყირ­გი­ზეთ­ში ტარ­დე­ბა.

თბილისის კრეატიული ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship-ის ერთობლივი პროექტია.

თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე. თბილისი კრეატიული ცენტრის ბაზაზე კი შექმნილია არტ იკნუბატორი, რომლის სტარტაპიც არის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ გამარჯვებული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა