ლევან დავითაშვილი - დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა მიმდინარე წელს 8%-ით გაიზარდა

მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემისა, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 8%-ით, ხოლო შემოსავლების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში დაცული ტერიტორიების განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდაზე.

„ბოლო წელს, ტერიტორიების ფართობი 11%-ით გაიზარდა და სამომავლოდ დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა დაახლოებით 100 000 ჰა-თი იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 4 დაცული ტერიტორია საქართველოდან პირველადაა წარდგენილი იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ბოლო წლებში ამ მიმართულებით 20 მლნ ლარი დაიხარჯა.

საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა რომ დაცული ტერიტორიების განვითარება განსაკუთრებით კარგად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე, რადგან ტურისტების რაოდენობის ზრდით უმჯობესდება მათი ცხოვრების დონე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო