დავით ჭიჭინაძე - კალაძე, გომელაური, გახარია და ღარიბაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფიგურები არიან

დამოუკიდებელი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის "ოცნებები" ახდა.

„ვფიქრობ, ხელისუფლება შიდა ინტრიგებს გადაყვება. ფაქტია, კალაძე, გომელაური, გახარია და ღარიბაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფიგურები არიან, მეტ-ნაკლებად თავ-თავისი დაჯგუფებებით. ანუ, პრემიერ-მინისტრად, „უმაღლესი ინსტაციის მოსამართლედ“ ისევ ბიძინა ივანიშვილი დარჩა. ასე რომ, ახალ მთავრობაში ვის რა სახელი დაერქმევა, ეს ნამდვილად მეათეხარისხოვანია.

მითუმეტეს, რომ როდესაც გიორგი გახარია პირველი ვიცე-პრემიერი იყო, მას მაშინ უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე მაშინდელ პრემიერ ბახტაძეს. მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მისი განცხადებების შემდეგ, უკვე ცხადია, რომ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად, დამოუკიდებელ მოთამაშედ ვეღარასოდეს ჩამოყალიბდება . თუმცა ის იდეალური შემსრულებელი იქნება ივანიშვილისთვის“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ცქიტიშვილი, გომელაური, ღარიბაშვილი პირდაპირ დამოკიდებული არიან ივანიშვილზე.

„კალაძეს თავისი ჯგუფი ყავს, თურნავას ჩხარტიშვილი მფარველობს და მაშინ ვისი უფროსი გამოდის გახარია, დავითაშვილის? მოკლედ, „ქართული ოცნება“ ხალხს დაუპირისპირდება კი არა, შიდა ინტრიგებს უფრო გადაყვება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართალია ის არაა ღია პოლიტიკური მოთამაშე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწევს გარეთ გამოსვლა და იმ რეალობასთან პირისპირ დადგომა, რაც ქვეყანაში ხდება. რადგან, ჯერ ერთი, რასაც 2012 წელს ხალხს დაპირდა, იქიდან შესრულებული პრაქტიკულად არაფერია - მხოლოდ „ოცნებების“ ოცნებებია ასრულებული და მეორე, ვერც გახარია „გაუქაჩავს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის