გიორგი რამიშვილი - წინანდლის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში საგანმანათლებლო ცენტრი დაფუძნდა

წინანდლის მუსიკალური ფესტივალისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად წინანდლის ისტორიულ კომპლექსში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სასტუმრო „პარკ-ჰოტელი“ (PARK HOTEL) გაიხსნა. სასტუმროს პირველი სტუმრები პან-კავკასიური ორკესტრის მუსიკოსები არიან. 70 ნომრიანი სასტუმროს პირველ სართულზე მუსიკალური აკადემიისთვის განკუთვნილი, მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახები მოეწყო. ახალი სასტუმროს აშენებაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელა.

“პარკ ოტელი“ საგანგებოდ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის აშენდა. პირველი სტუმრები არიან სწორედ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრები, რომლებიც ამ ფესტივალისთვის შეირჩნენ 6 ქვეყნიდან საერთაშორისო ჟიურის მიერ. პირველი სართული ეთმობა სარეპეტიციო ოთახებს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი მუსიკალური ინსტრუმენტებით. ფაქტობრივად, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც იმთავითვე იყო წინანდლის ფესტივალის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. საგანმანათლებლო მხარე ფესტივალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. სასტუმროს სარეპეტიციო სივრცეში უკვე მიმდინარეობს რეპეტიციები და მასტერკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის. ” - განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

„პარკ ოტელის“დიზაინზე თამარ ვალიშვილმა იმუშავა, ბრენდინგი დავით კუპატაძეს ეკუთვნის. პროექტის მართვაში მონაწილეობდნენ: ლიკა დოლიძე, ეკა რეხვიაშვილი, გიორგი მარრი. სასტუმროს ყველა სივრცეში ქართველი მხატვრების ქეთი დავლიანიძისა და გოგა ქაცარავას ნამუშევრებია წარმოდგენილი.

„სილქ როუდ ჯგუფი“ პარკ ოტელის მსგავსს ბიუჯეტური სასტუმროების მშენებლობას საქართველოს მასშტაბით გეგმავს, მათ შორის მთიან რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი თითქმის მთლიანად ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული, რაც აუცილებელი პირობაა რეგიონის განვითარებისთვის.

წინანდლის ფესტივალი, საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა და ის ვერბიეს ფესტივალის ანალოგი იქნება. ფესტივალის გენერალური დირექტორი - დავით საყვარელიძეა.

8-22 სექტემბრის ჩათვლით, წინანდლის ისტორული მამული საორკესტრო, კამერული, და სოლო კონცერტს უმასპინძლებს, რომელიც 1200 ადგილიან ამფითეატრში და 600 ადგილიან კამერული მუსიკის დარბაზში ჩატარდება.

წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა