გია ვოლსკი - მსოფლიოში არავის გაუგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასე დამუხტულები უტევდნენ ხელისუფლებას

მსოფლიოში არავის გაუგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასე რიგად და ასე დამუხტულები უტევდნენ ხელისუფლებას, ასეთი რამ გამორიცხულია, ასეთი რამ არ არსებობს, ამის მიზეზი პოლიტიკური პლატფორმიდან დამუხტვაა - ამ განცხადებით შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მოწოდება პარლამენტისადმი, რომ მხარი არ დაუჭირონ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.

"საზოგადოება არსებობს ორ ნაწილად გაყოფილი, საბედნიეროდ ტოლ ნაწილად არა. საზოგადოების ძალიან ბევრი წარმომადგენელი გამოვა და გამოხატავს თავის ოპოზიციურ დამოკიდებულებას მთავრობის მიმართ. ამაში გასაკვირი არ ყოფილა. თუმცა არასდროს, არსად მსოფლიოში, არავის გაუგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასე რიგად და ასე დამუხტულები უტევდნენ ხელისუფლებას, ასეთი რამ გამორიცხულია, ასეთი რამ არ არსებობს. ამის მიზეზი პოლიტიკური პლატფორმიდან დამუხტვა არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?