ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით დეპუტატ ემზარ კვიციანის შეკითხვას უპასუხა.

„შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, კომპანიამ უკვე მახერხა საპროექტო გადაწყვეტილების მოტანა. ახლა მიმდინარეობს ამ საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა, ისევე როგორც იმ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, რომელშიც დასახელებულია პროექტის ღირებულება - 800 მილიონი ლარი. შესაბამისად, ჩვენ უკვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დავიწყებთ და განვაახლებთ მუშაობას პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ პრექტის დაფინანსება ბიუჯეტიდან ვერ მოხერხდება და შესაბამისად, დაწყების ვადაც დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად შესაძლებელი იქნება მოხერხდეს დამფინანსებლის მოძიება.

ჩვენ ვაწარმოებთ არსებული გზის რეაბილიტაციასაც, რაც ასევე ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებლი გზაა და რაც ასევე მნიშვნელოვანი მარშრუტის აღდგენას გულისხმობს, ყველა მათგანზე მიმდინარეობს სამუშაოები და მათი დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2020, 2021 და 2022 წლებში. რაც შეეხება იმ დიდ გზას სადაც 47 კილომეტრი გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბია და რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამ მონაკვეთზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და პარალელურად საპროექტო ორგანიზაციამ კიდევ უნდა წარმოადგინოს გარემოზე ზემოქმედების კვლევა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მაია ცქიტშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო