დავით ჭიჭინაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეკითხვებით მიმართავს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იმ შეკითხვებზე საუბრობს, რომელთა დასმასაც მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

"ყველამ ვიცით საქართველოს ბანკის არაპროფილური აქტივები: M კვადრატი, რუსთავის აზოტი, „ევექსი“ და უამრავი სხვა. ანუ, კანონი ირღვევა და ჩნდება გონივრული ეჭვი, მაშინ რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო?! ასევე, ყალბი დღგ-თი 300 მილიონის მოპარვა თუ ხდებოდა ამ ქვეყანაში და ხელისუფლება არ იმჩნევდა, ან ვერ მიხვდნენ, მაშინ სულ მცირე სამსახურებრივი გულგრილობისთვისაა ნახევარი ფინანსთა სამინისტრო დასაჭერი. ბანკები დღეს ადვილი ფულის შოვნით არიან დაკავებული და საერთოდ არც კი აინტერესებთ ბიზნესის, მითუმეტეს მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსება. - სავალუტო კურსი კი, პირდაპირაა მიბმული სავალუტო სპეკულაციებთან. ამიტომ ვეკითხები ეკონომიკურ გუნდს: ბანკები ბლუმბერგზე აძლევენ თუ არა ერთმანეთს ინფორმაციას მომავალი კურსის ტენდენციებთან დაკავშირებით? რადგან, თუ პარამეტრები არაა გაუარესებული, მაშინ რატომაა ლარის კურსი ასეთ მდგომარეობაში?! სულ ამას ვამბობ, რომ ყველაზე დიდი წვლილი ლარის გაუფასურებაში ის სპეკულაცია, რასაც ბანკები მიეჩვიენ და რასაც მხოლოდ მათი მოგების გაასმაგება მოაქვს და არა გარეშე ან ეკონომიკური ფაქტორებს. აი, ამაზე უნდა ეზრუნა მთავრობას დღეს და არა სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენაზე. ამიტომ ჰგავს სტატისტიკის დეპარტამენტის განცხადებას, მინისტრების, თუ მინისტრობის კანდიდატების ყველა გამოსვლა. ანუ, ეკონომიკას რეალურად სჭირდება გაზრდა და არა ციფრებში და მანიპულაციებში. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჩვენ ერთი ეტაპი გავიარეთ და ავკრძალეთ არაპროფილური საქმიანობა. რის შემდეგაც უნდა გაგვეგრძლებინა ამ კანონის მიღება, სადაც იქნებობა იმ მმართველი რგოლის და დამფუძნებლების სია, რომლებსაც არ ექნებოდათ არაპროფილურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება. ეს რომ ბოლომდე მიგვეყვანა, არც ასეთი საუბარი გვექნებოდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არც მითიური თიბისი კონსორციუმი იქნებოდა შექმნილი და არც მთელი მსოფლიოს წინაშე მოგვეჭრებოდა თავი, რომ თურმე პოლიტიკური დაპირისპირების გამო ვერ ხორციელდება ეს პროექტი. თუმცა აქვე აუცილებლად! საქართველოს ბანკი - მასთან მიმართებაში რატომ არ ხდება აქცენტირება მის არაპროფილურ საქმიანობაზე? არ იცით რომ „ემ კვადრატი“, რუსთავის აზოტი, „ევექსი“ რეალურად მისია, თუ აქაც დამფუძნებელი ჯგუფებით ვიტყუებთ თავს?! ანუ, ყველაფერი რაც დღეს ბანკებთან არის დაკავშირებული, კანონის გვერდის ავლაა. მოკლედ, ამ მოცემულობით, რომლითაც დღეს ბანკები ოპერირებენ, ისინი არასოდეს არ დაუჭერენ მხარს არანაირ ბიზნესს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი, სახელმწიფოს მხარდაჭერა, მხარში დგომა, ფინანსური ხელმისაწვდომობა და არა მარტო დეკლარირებისთვის ჩაწერა პროგრამაში", - ნათქვამია ჭიჭინაძის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრობის კანდიდატებისთვის დასასმელ შეკითხვებს მოიცავს.

გარდა ამისა, ჭიჭინაძე უშუალოდ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ივანე მაჭავარიანს გამოყოფს და მიმართავს შეკთხვით, "რატომ მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 20 წლის წინანდელი, ჩამოწერილი 25 მილიონი დოლარის გადახდა და რატომ არის ეს გასაიდუმლოებული?!" "საუბარია ვალზე, რომელიც ყველა ხელისუფლებამ აღიარა, როგორც შევარდნაძის კორუფციული ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულება გარკვეული კომპანიის მიმართ. დღეს კი, ხელში მაქვს საქართველოს მთავრობის 2015, 2016 და 2017 წლის განკარგულებები, „რაიფაიზენ“ ბანკსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტების შესახებ. ეს არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ფინანსთა სამინისტრო ფულს უყოფს იუსტიციის სამინისტროს და დაახლოებით 65 მილიონი ლარი მიდის ქვეყნის ბიუჯეტიდან. ანუ, ვის სასარგებლოდ მოხდა ეს გარიგება? პრინციპში, ყალბი დღგ-ს პირობებში არც ეს არის გასაკვირი. ეტყობა ისეთი ადამიანები იყვნენ ჩართულები ამ ამბებში, რომ ფინანსთა სამინისტრო ორი წლის განმავლობაში ვერ ჩაერია საქმეში", - მიმართავს ჭიჭინაძე მაჭავარიანს.

ჯამში, დეპუტატის შეფასებით, ეკონომიკური გუნდის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში, ყველაფერს ხედავს სახელმწიფოს როლის გაძლიერების გარდა. "სამაგიეროდ ვხედავ იმას, რომ ხალხი გააღატაკეს, ფული გააძვირეს და საკუთარი მატერიალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად მზად არიან, ეშმაკსაც კი შეეკრან", - აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს ხვალ უყრის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო