ირმა ინაშვილი - ნატო თვითონ ამბობს, რომ 20-25 წლის მანძილზე ჩვენ ვერ გაგვაწევრიანებს

უთხარით ქართველ ხალხს, რომ ნატო არ გვიღებს ჩვენ. ნატო თავად ამბობს, რომ 20-25 წლის მანძილზე ვერ გაგვაწევრიანებს,“ - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა ფრაქციის ფორმატში გამართულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას მიმართა.

ინაშვილი საქართველოს სამხედრო მიუმხრომლობის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის და აცხადებს, რომ ეს ყველასთვის გამოსავალი იქნება.

„მინდა მოგიწოდოთ, რომ სერიოზულად დაიწყოთ ფიქრი სამხედრო მიუმხრომლობაზე. ეს ევროპული მოდელია. ეს არის ჟენევის, ავსტრიის, ფინეთის ძალიან წარმატებული მოდელი. მე გარწმუნებთ, რომ სამხედრო მიუმხრომლობის ეს მოდელი აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი ამერიკელების მხრიდანაც. გარწმუნებთ, რომ ყველასთვის გამოსავალი იქნება, საქართველომ რომ ეს გზა აირჩიოს. ნატოსთვისაც, რომელიც რეალურად არ გვიღებს ჩვენ. ეს უთხარით ქართველ ხალხს ღიად. ნატო თვითონ ამბობს ამას, რომ 20-25 წლის მანძილზე ის ჩვენ ვერ გაგვაწევრიანებს და ასპირანტების, აბიტურიენტების დონეზე როდემდე უნდა ვიყოთ? ასეთი საფრთხეების წინაშე როდემდე უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა?! ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარების სულ სხვა გეზზე, რაც არ გულისხმობს უარის თქმას ევროინტეგრაციაზე. შვეიცარია, ფინეთი ან ავსტრია არ არის ევროინტეგრირებული?“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა