გიორგი გახარია - ჩვენი თავი უნდა შევადაროთ იმას, სად ვიყავით გუშინ და მიზანი უნდა იყოს ის, სად ვიქნებით ხვალ

ჩვენი თავი უნდა შევადაროთ იმას, სად ვიყავით ჩვენ გუშინ და მიზანი უნდა იყოს ის, სად ვიქნებთ ხვალ, - ამის შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საკანომდებლო ორგანოში, დასაქმებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას თქმით, ისტორიაში პირველად დასაქმებულთა რაოდენობა 51% გადასცდა.

„ყველას გვახსოვს ამ ქვეყნის სისტემური პრობლემა იყო დასაქმების გაზომვა, იმიტომ, რომ ჩვენ თვითდასაქმებულსაც ვთვლიდით დასაქმებულად და ვამბობდით, რომ დასაუქმებელი მოსახლეობის რაოდენობა არის 12%-, როდესაც 40% თვითდასაქმებულების თვითონ თავს დასაქმებულად არ მიიჩნევდა. დღეს ისტორიაში პირველად 51% გადასცდა ადამიანების რიცხვი, რომელიც სხვისგან იღებს ანაზღაურებას. მართალია დიდი რიცხვი აქედან მოდის კერძო სექტორზე, თუმცა საკმაოდ მაღალია საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. რა თქმა უნდა, 500 ლარი არ არის მაღალი თანხა, თუმცა საარსებო მინიმუმი 190 ლარია. მესმის, თუმცა ჩვენ არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი განვითარებულ ქვეყნებს და თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ჩვენ, ჩვენი თავი უნდა შევადაროთ იმას, სად ვიყავით ჩვენ გუშინ და მიზანი უნდა იყოს სად ვიქნებთ ხვალ. სხვა ყველაფერი არის ილუზია და პოპულიზმი. შეიძლება ერთმანეთს მოვთხოვოთ ვიყოთ უფრო ეფექტურები და სწრაფები, ვუთხრათ: გაიწიე მე უკეთესად შემიძლია, ეს საბოლოო ჯამში ამომრჩევლის გადასაწყვეტია, თუმცა, ობიექტური რეალობა მოითხოვს, რომ ჩვენ ჩვენი თავი და რეალობა შევადაროთ იმას თუ სად ვიყავით გუშინ და ობიექტურობიდან გამომდინარე დავისახოთ ამოცანები, თუ სად ვიქნებით ზეგ, სხვა ყველაფერი არის დემაგოგია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს