მიხეილ ყაველაშვილი - რაც 20 ივნისს მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა - ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა

ის, რაც 20 ივნისს მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე გუნდში, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

„აქ მარტო გიორგი გახარია არ ყოფილა, აქ ვიყავით ყველა ჩვენთაგანი და ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობით მოხდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მთავარი და აქ არ შეიძლება რომელიმე პიროვნება გამოვყოთ ამ ღამესთან დაკავშირებით. ეს იყო შტურმის მცდელობა, მე თვითონაც ვაკვირდებოდი, ვადევნებდი თვალყურს და გადავრჩით, დიახ, გადავრჩით ამ საშინელი ძალის რევანშისტული განწყობებისგან, ეს უნდა ვიცოდეთ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩემი შვილების თანატოლები გამოთქვამდნენ სრულიად გულწრფელ პროტესტს, თუმცა მაშინვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ის ძალა, რომელიც დომინირებდა, ამ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, ცდუნებაში ჩააგდებდა და ესეც მოხდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი ეთანხმება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. მისი თქმით, ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან მათი მთავარი ორიენტირი ადამიანი იყო.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც თითქმის ყველა დამნაშავეშიც ადამიანს ვეძებდით, განსხვავებით ჩვენი ყოფილი ხელისუფლებისა, რომლებიც ყველა ადამიანში ეძებდნენ დანაშაულს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს