ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შს სამინისტროში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

ვეცდებით ხალხის და პარლამენტარების ნდობა გავამართლოთ, - ამის შესახებ ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მან დეპუტატებს მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის მხარდაჭერისთვის და მთავრობის წევრებს წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დეპტუტატებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ვინც მხარი დაგვიჭირა. მთავრობის ყველა წევრს, პრემიერ-მინისტრს და ყველა ჩემს კოლეგას მინდა მივულოცო. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ნდობა გავამართლოთ“, - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გომელაურის თქმით, შს სამინისტროში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს. „ეს შეიძლება უმნიშვნელო ცვლილებები იყოს“,- განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, გომელაურის თქმით, აღნიშნულს გადაწყვეტს გუნდი.

„მოვალეობას ასრულებს ჩემი პირველი მოადგილე, დანარჩენს გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი და გუნდი“,-განაცხადა მან.

ამასთან, მან 20 ივნისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და მათთან უწყება ითანამშრომლებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება