მეთიუ ბრაიზა გახარიას პრემიერობაზე - ამბობენ, რომ ის კარგი მენეჯერია, მაგრამ ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი

ამბობენ, რომ გიორგი გახარია კარგი მენეჯერია, მაგრამ ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი", - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

მან „ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, როგორ შეაფასებს ახალი მთავრობის დამტკიცებას და რამდენად შეიძლება მიიღოს სარგებელი „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობით, უპასუხა, რომ „ეს პროვოკაციული ნაბიჯია დემონსტრანტებისთვის“.

„მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ გამიგია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს თავს მთავრობის მართვას ყოველდღიურად. თუმცა ნებისმიერი, ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე, ბოლო პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. ადამიანები პარლამენტის წინ დგანან, შეიძლება, ძალიან ბევრნი არ არიან, თუმცა გამოხატავენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლებას. ყველა მათგანისთვის ეს გაუგებარია, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი, ყოფილი შს მინისტრი, ახლა პრემიერ-მინისტრია. მაგრამ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ის საკითხი, რაშიც ჩართული უნდა იყოს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ გარკვეული როლი გქონდა „ვარდების რევოლუციის“ გამოწვევაში - ეს ასე არ არის, მაგრამ არც ამის წინააღმდეგ ვყოფილვართ. როდესაც ქართველმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ცვლილება უნდა მომხდარიყო, შემდეგ ამას სრულად დავუჭირეთ მხარი", - განაცხადა ბრაიზამ.

მანვე ისაუბრა იმაზეც, რომ რუსეთიდან გახარიას მისამართით თბილისისა და მოსკოვის პირდაპირ დიალოგზე კეთდება განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გააჩნია რუსეთის ინტერესებს.

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნები აქვს რუსეთს. ჩემი გამოცდილებით, ქართველები მზად არიან, ისაუბრონ რუსებთან, ეს რუსები იყვნენ, ვინც აგრესიული ნაბიჯები გადადგეს წარსულში, შეზღუდეს საზღვარზე წვდომა, ახლა შეზღუდეს ავიამიმოსვლა. ვფიქრობ, სიბრძნე იქნება დისკუსიის ქონა, თუმცა მას სად მივყავართ, ამას გადაწყვეტს ის, რომ უნდა თუ არა პუტინს, მოახდინოს დესტაბილიზაცია საქართველოში, თუ მართლა სურს, იპოვოს კონსტრუქციული გზა, რომლითაც ორი ქვეყანა შეძლებს თანაარსებობას. ამჟამად უფრო პესიმისტური შეხედულებისკენ ვიხრები, არ ვფიქრობ, რომ ის კარგს უსურვებს საქართველოს", - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან" ბრაიზამ.

იხილეთ ვიდეო

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის