საქართველოში განხორციელებული თესლბრუნვის საპილოტე პროექტი მსოფლიოს 6 საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მხარეთა მე-14 კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის პროექტი წარმოადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, 21 ადგილობრივ ფერმერს მიწის მდგრადი მართვის შესახებ სწავლება ჩაუტარდათ. ამასთანავე, თესლბრუნვის დანერგვის მიზნით, ფერმერებს ბარდისა და წიწიბურას თესლები გადაეცათ და მათი უშუალოდ ველზე მოვლა-მოყვანისთვის კონსულტაციები გაეწიათ. შედეგად, უწყების ცნობით, სოკოვანი დაავადებები შემცირდა, ხოლო მომდევნო წელი უხვმოსავლიანი გახდა. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა როგორც ხორბლის მოსავალი, ასევე ფერმერებმა ბარდის მოყვანითაც მიიღეს სარგებელი.

უწყების ინფორმაციით, მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებული თესლბრუნვის საპილოტე პროექტი მსოფლიოს 6 საუკეთესო საპილოტე პროექტის სიაში მოხვდა.

საპილოტე პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით დაიგეგმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტის "სასოფლო ტერიტორიებზე მიწის მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციის შემცირების მიზნით" ფარგლებში განხორციელდა.

გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მხარეთა მე-14 კონფერენციაზე წარდგენილ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის პროექტს, ინდოეთის პრემიერ მინისტრი და მსოფლიოს 120 ქვეყნის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოში განხორციელებული თესლბრუნვის საპილოტე პროექტი მსოფლიოს 6 საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მხარეთა მე-14 კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის პროექტი წარმოადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, 21 ადგილობრივ ფერმერს მიწის მდგრადი მართვის შესახებ სწავლება ჩაუტარდათ. ამასთანავე, თესლბრუნვის დანერგვის მიზნით, ფერმერებს ბარდისა და წიწიბურას თესლები გადაეცათ და მათი უშუალოდ ველზე მოვლა-მოყვანისთვის კონსულტაციები გაეწიათ. შედეგად, უწყების ცნობით, სოკოვანი დაავადებები შემცირდა, ხოლო მომდევნო წელი უხვმოსავლიანი გახდა. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა როგორც ხორბლის მოსავალი, ასევე ფერმერებმა ბარდის მოყვანითაც მიიღეს სარგებელი.

უწყების ინფორმაციით, მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებული თესლბრუნვის საპილოტე პროექტი მსოფლიოს 6 საუკეთესო საპილოტე პროექტის სიაში მოხვდა.

საპილოტე პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით დაიგეგმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტის "სასოფლო ტერიტორიებზე მიწის მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციის შემცირების მიზნით" ფარგლებში განხორციელდა.

გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მხარეთა მე-14 კონფერენციაზე წარდგენილ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის პროექტს, ინდოეთის პრემიერ მინისტრი და მსოფლიოს 120 ქვეყნის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია