ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს

ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმე, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„თუ საქართველო ნატო-ს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გარანტირებული იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ კურსზე უნდა დარჩეთ. მაგრამ მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?" - განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენადაა საქართველოს მთავრობა მზად ამის გასაკეთებლად, რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.

"არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგნით უნდა განიხილოთ ღრმად, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტინის დე ფაქტო ვეტოს. მან იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატო-ს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ", - განაცხადა რასმუსენმა.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, ვინც ამ შესაძლო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვად ჩათვლის. რასმუსენის თქმით, სწორედ ამიტომაა აღნიშნული არჩევანი სარისკო.

"რა თქმა უნდა, ეს რისკია. ამიტომ არის ეს საქართველოს განსახილველი და გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცეს. მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" რასმუსენმა.

იხილეთ ვიდეო: რა თქვა რასმუსენმა საქართველოს ნატო-ში შესვლასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“