მამუკა მდინარაძე - არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, თუმცა არც მის მიმართ, როგორც ქალისა და დეპუტატის მიმართ დამოკიდებულება მომეწონა

არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, თუმცა არც მის მიმართ, როგორც ქალისა და დეპუტატის მიმართ დამოკიდებულება მომეწონა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ინაშვილსა და კონფერენციის ორგანიზატორებს შორის მოხდა.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად არ მომეწონა ქალბატონი ირმას გამოხატვის ფორმა და ჩემთვის არ იყო მისაღები, თუმცა აქვე ისიც მინდა დაგიდასტუროთ, რომ არც ის ფორმა მომეწონა, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, როგორი იყო დამოკიდებულება ქალის და დეპუტატის მიმართ და ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ვიცე-სპიკერი იქნება თუ არა“, - განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატი ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილიას“ორგანიზატორების მიერ, პარლამენტთან ცხვრების მიყვანის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ოკუპაციას აპროტესტებენ ადამიანები, რომლებიც ოკუპაციის თანაავტორები არიან.

„კონკრეტულ შემთხვევაზე თუ ვლაპარაკობთ, რაზეა ლაპარაკი, ცხვრები მოიყვანეს პარლამენტთან იმ ადამიანებმა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა მხარს და მის პარლამენტს. იმ პარლამენტარებს უნდგანან გვერდით და დღევანდელ პარლამენტთან მოჰყავთ ცხვრები. ოკუპაციას აპროტესტებენ ადამიანები, რომლებიც ოკუპაციის თანაავტორები არიან და ამ თანაავტორებს მათ უდგანან გვერდით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისეთი ნორმის არსებობა ქართულ კანონმდებლობაში, რომელიც ინტერპრეტაციის შეთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს შეიძლება შეიცავდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What?, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის გამოჩენას მოჰყვა. პანელის წამყვანმა დევიდ კრემერმა ინაშვილს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ამავეს ითხოვდნენ ინაშვილისგან კონფერენციის ორგანიზატორებიც. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა