საკალათბურთო კლუბი ,,რუსთავი 1991“-ი სუპერლიგის ახალ სეზონზე გულშემატკივრის წინაშე გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის ახალი შემადგენლობით წარდგება

საკალათბურთო კლუბი ,,რუსთავი 1991“-ი სუპერლიგის ახალ სეზონზე გულშემატკივრის წინაშე, გუნდისა და სამწრთვნელო შტაბის ახალი შემადგენლობით, ასევე ახალი სათამაშო ფორმებით წარდგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკალათბურთო კლუბის ახალი სამწვრთნელო შტაბის, გუნდის შემადგენლობისა და სათამაშო ფორმის პრეზენტაცია დღეს, რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, კლუბის პრეზიდენტი კობა კობიაშვილი, მწვრთნელები და კალათბურთელები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და რუსთავის მერი გუნდის მოსამზადებელი პერიოდის მიმდინარეობით დაინტერესდნენ, სპორტსმენებს ახალ სეზონზე წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

,,საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ყველა იმ ადამიანს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რომელმაც მოიწადინა და ,,რუსთავი 1991“-ს მისცა შანსი, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენილიყო და გაეგრძელებინა ასპარეზი. მე ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რაც რუსთავის საკალათბურთო კლუბთან მიმართვებაში მიიღეს, იქნება შედეგიანი და ძალიან ბევრი გულშემატკივარი შეემატება ჩვენს საკალათბურთო გუნდს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მომავალში იგეგმება საკალათბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რუსთავის გუნდს საშუალებას მისცემს, თანამედროვე, ევროპული სტანდართების შესაბამის გარემოში ივარჯიშოს.

,,სასიამოვნოა, რომ კლუბში არის მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის სამწვრთნელო შემადგენლობაში, რაც ძალიან დიდი იმედებს გვისახავს, რომ იქნება გაცილებით უფრო უკეთესი სტარტიც და სეზონის დასასრულიც“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

კლუბ ,,რუსთავი 1991“-ის პრეზიდენტის კობა კობიაშვილის განცხადებით, საკალათბურთო გუნდი ახალი შემადგენლობით, ჩემპიონატისთვის უკვე აქტიურად ემზადება.

,,სიახლეები არის, გუნდი ახლიდან დაკომპლექტდა, კონტრაქტები გაფორმებულია. გაკეთდა გამოცდილი კალათბურთელებისა და ახალგაზრდა ადგილობრივი კადრების სინთეზი. გუნდი მოწადინებულია, უკვე ორი თვეა ვარჯიშობს და მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონატის დასაწყისს“, - განაცხადა კლუბ ,,რუსთავი 1991“-ის პრეზიდენტმა კობა კობიაშვილმა.

სუპერლიგის ახალ სეზონში, რუსთავის საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბერძენი სპეციალისტი გიორგიოს კეცელიდისი იქნება, რომელსაც ასისტენტობას მიხეილ ბერუაშვილი და ანატოლი ბოისა გაუწევენ. რუსთავის გუნდი მომავალ საკალათბურთო სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება. რუსთაველთა რიგებში იქნებიან: გიორგი ცეკვავა, ილია ლონდარიძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ ფხაკაძე, აკაკი ლომოური, გეგი ბაქრაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ლუკა სიხარულიძე, გიგი ტაბაღუა და ზურაბ ვაშაკიძე. გუნდში ითამაშებენ ასევე ლეგიონერები - დენზელ ლივინგსტონი, ნიკოლა ტადიჩი და ერიკ კოპსი.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება