კახა კალაძე - დაწყებულია მუშაობა, რომ „სვეტის“ მსგავსად „ცენტრ-პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს

2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა თბილისის მერიისა და კომპანია m2, ასევე საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით მოგვარდა. თბილისის მერის თქმით, დაწყებულია ასევე მუშაობა, რომ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების პრობლემაც დადებითად იქნას გადაწყვეტილი.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საინიციატრივო ჯგუფს, სამშენებლო კომპანია m2-ს, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, ერთობლივად პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებდა 2500-მდე ოჯახს. ერთი ანდაზის შთაგონება მაქვს, რომელიც ამას წინათ შემხვდა და მოვინიშნე. ვფიქრობ, ის ამ კონტექსტში ზუსტად გამოხატავს თქვენს და პირადად ჩემს განწყობას: - “წარმატება არ არის საბოლოო, არც დამარცხებაა ტრაგედია, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის გაგრძელების სურვილი”.

შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო, ამ 2500 ოჯახის მსგავსად, უნდა ვთქვა, კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამის ერთ-ერთი „საუკეთესო მაგალითი“ არის „ცენტრ პოინტის“ თემა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და გვჯერა, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებთან მიმართებაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მან მერიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ყველა პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობებს.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ „ცენტრ-პოინტის“ პრობლემაც იქნას მოგვარებული და ერთიანი ძალისხმევით ანალოგიურად იქნება მოგვარებული ეს პრობლემა, როგორც ეს იყო „სვეტის“ დაზარალებულების შემთხვევაში,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო