ინფრასტრუქტურის სამინისტრო 150 სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სულ, 2019-2020 წლებში, საქართველოს რეგიონებში აშენდება 63 ახალი სკოლა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 88 სკოლას. ამასთან, უკვე დაწყებულია 48 ახალი სკოლის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები, 83 სკოლის რეაბილიტაციის პროექტირების სამუშაოები და 2 სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები.

„რეგიონების სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს