პრაქტიკულმა აკადემიამ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე აპლიკანტების მიღება დაიწყო

„პრაქტიკული აკადემია“ გრაფიკული დიზაინის 2-თვიან პროფესიულ პროგრამაზე აპლიკანტების მიღებას იწყებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დიზაინის თავისებურებებს 4 სხვადასხვა სფეროში შეისწავლიან, კერძოდ: საგამომცემლო, სარეკლამო, ბეჭდური და ვებ დიზაინის მიმართულებით.

ამასთან, პრაქტიკული აკადემია გადამზადებული სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. კურსის გავლის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“, გამომცემლობა „პალიტრა L”-ში, სტამბა „კოლორში“ ან სარეკლამო სააგენტოებში დასაქმდნენ.

„პრაქტიკული აკადემიის“ გრაფიკული დიზაინის პროგრამის ხანგრძლივობა არაუმეტეს 118 საათია, საიდანაც 18 საათი საბაზისო მოდულების გაცნობას ეთმობა, ხოლო 100 საათს სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოს მენტორებთან ერთად ატარებენ. მენტორები სტუდენტებთან ერთად რეალურ სამუშაო გარემოში 5 სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობენ.

რაც შეეხება მოთხოვნებს, პროგრამაზე დაიშვებიან არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირები 18 წლის ასაკიდან, რომლებიც Adobe Photoshop-ს, Adobe Illustrator-სა და სხვა დიზაინერულ პროგრამებს საწყის დონეზე ფლობენ.

პრაქტიკული აკადემია სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი კონცეფცია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრებული დუალური პროგრამებით მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

დუალური განათლების ეს მოდელი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. „პრაქტიკულ აკადემიაში“ ფუნქციონირებს როგორც კომპლექსური პრაქტიკული პროგრამები, ისე მოკლევადიანი კურსები და კორპორაციული ტრენინგები.

„პრაქტიკული აკადემიის“ პროფესიული გადამზადების პროგრამები მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზეა დაფუძნებული და ქართველი ტრენერების მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მოიცავს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო