ანონსი 12 სექტემბერი

12 სექტემბერს, 10:00 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტთა ახალი ნაკადისთვის საორიენტაციო შეხვედრას გამართავს.

მის: ჩოლოყაშვილის ქუჩა (ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს)

საკონტაქტო: ელენე ალადაშვილი 577 974 004;

12 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ზურაბ მელიქიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი 45 ა

12 სექტემბერს, 11.00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბრიფინგს გამართავს.

B ბლოკი, მე-2 სართული, ბიუროს ოთახის წინ.

12 სექტემბერს, 11:00 საათზე, სექტორი 3-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე ევროპის საბჭოს „სტამბულის კონვენციის“ რატიფიცირება/განხორციელების მდგომარეობაზე ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

ანგარიშს წარადგენენ ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (UN CEDAW) წევრი, Ge NEP-ის დამფუძნებელი ლია ნადარაია და ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) წევრი ვლადიმერ მკერვალიშვილი.

მის: სექტორი 3, გიული ჭოხონელიძის 5

საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე - 555101040

12 სექტემბერს, 11:00 საათზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მისი ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: დავით სარალიძის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლო ზაზა სარალიძეს დაკითხავს, რას ითხოვს დაზარალებული.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 სექტემბერს, 11:00 საათზე, ფრეიზერის ინსტიტუტის და ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის კვლევის - „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება 2019“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუტი და თავისუფლების ბიბლიოთეკა, ოთახი #328.

12 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტებს შეხვდებიან.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, ანაკლიაში, მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს, სადაც ოფიციალურად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევს.

12 სექტემბერს, 12:20 საათზე, პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ოფისში გაიმართება ბრიფინგი.

თემა: ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემის შესახებ

მის: ათონელის 27

12 სექტემბერს, 13:00 საათზე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალგაზრდა პატრიოტები” , საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართავენ საპროტესტო აქციას. მათი მოთხოვნაა: საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე “ Now What ?” აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის არაეთიკური ქცევის შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის მიმართ და დევიდ კრამერის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადება საქართველოში.

აქციაში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები.

12 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

12 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

12 სექტემბერს, 14:45 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზდენტი მედლინ მუნი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

12 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.

პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

12 სექტემბერს, 15:30 საათზე, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

12 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ირმა ინაშვილის ბრიფინგი.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

12 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

12 სექტემბერს, 16:00 საათზე, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.

პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

12 სექტემბერს, 16:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ გაიმართება საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (სგა) პრეზენტაცია.

მის: შალვა დადიანის ქუჩა 2/1

საკონტაქტო: ილია ნიკაჭაძე 599 97 91 81

12 სექტემბერს, 16:20 საათზე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.

პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

12 სექტემბერს, 16:40 საათზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.

პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

12 სექტემბერს, 18:15 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნს შეხვდებიან.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

12 სექტემბერს, 18.30 საათზე, თსუ-ს მაგისტრატურის 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მის.: კლუბი-ლაუნჯი „ოტიუმი“ (კუს ტბის ასახვევი)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა