დავით ჭიჭინაძე ხაზარაძეზე - 12 ლიდერს ვეძებო - მგონი, მოციქულები ჰგონია - მისი წარსული უფრო "ალიბაბა და 12 ყაჩაღს" ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს

12 ლიდერს ვეძებო - მგონი, მოციქულები ჰგონია. ისე მისი წარსული უფრო "ალიბაბა და 12 ყაჩაღს" ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს, - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის - "ლელოს" დაფუძნებას და განცხადებას, რომ ყველა სფეროში ეძებს 12 ლიდერს.

მისი თქმით, დაგვიანებულ გამოფხიზლებას აქვს ადგილი.

"პოლიტიკას ცოტა სხვა ენა ახასიათებს და ვურჩევდი, რომ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ხალხის ბედნიერებაზე და არა ლიდერების ძებნაზე. ლიდერები ხალხისთვის არ ზრუნავენ. ისინი ფიქრობენ საკუთარი კომპანიის გამდიდრებაზე. ხაზარაძეს თუ უნდა საკუთარი პარტიის წევრების გამდიდრებაზე იფიქროს, ვფიქრობ, ძალიან ცუდად დაასრულებს. მისი რიტორიკა უფრო ბიზნესის რიტორიკას ჰგავს, ვიდრე პოლიტიკის. პოლიტიკაში ძირითადი გამოწვევა არის,რომ ბიზნესი დაბალანსებული იყოს და ხალხის ინტერესები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში რატომღაც მეორე პლანზეა",-აცხადებს ჭიჭინაძე.

დეპუტატის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ადამიანმა,რომელიც წლების განმავლობაში "ხალხს ძარცვავდა", წარმატებას მიაღწიოს.

რაც შეეხება სახელწოდებას, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „რაგბში მსოფლიო ჩემპიონატია,"თიბისი" სპონსორია და და ხაზარაძე აღნიშნულს იყენებს“.

"ისე ბევრი სპონსორი ჰყოლია რაგბს, მაგრამ პოლიტიკაში არავის გამოუყენებია. ეს მის მერკანტილურობაზე მეტყველებს", - აცხადებს ჭიჭინაძე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე