თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში მეგი ნიკოლსონს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში მეგი ნიკოლსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის (2014-2020) განხორციელების თაობაზე დამოუკიდებელი ანგარიშის მომზადების მიზნით იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩუგოშვილის თქმით, რეგიონებში მნიშვნელოფვანია მუდმივი მონიტორინგი, რაც „შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ, თუ რამდენად სარგებლობენ ადამიანები მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით“.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველო რეგიონში გახლავთ მოწინავე ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით - როგორც კანონმდებლობის, ასევე პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი გამოწვევები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუდმივი მონიტორინგი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ, თუ რამდენად სარგებლობენ ადამიანები მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 30 აპრილს მიიღო, ადამიანის უფლებების 23 თემატურ სფეროს ეხება, მათ შორის არის ისეთი მიმართულებები, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა: მართლმსაჯულების სისტემა, პენიტენციური სისტემა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა და პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა უფლებები, გენდერული თანასწორობისა და შრომითი უფლებები.

სტრატეგიის ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ, პროგრესის შესაფასებლად, მეგი ნიკოლსონი საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს მოწვევით იმყოფება, რომლის ფარგლებში სტრატეგიის განმახორციელებელ და დაინტერესებულ მხარეებს შეხვდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს