არჩილ თალაკვაძე - საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში

საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მედლინ მუნთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მაღალი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, ასევე, რაოდენ მაღალი მხარდაჭერა აქვს იმ რეფორმებს, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად.

„ჩვენ მივესალმებით ამ თანამშრომლობის გაღრმავებას. საპარლამენტო განზომილება, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებობს, დარჩება მომავალშიც ძალიან ძლიერი. საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში. ჩვენ გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში იცავენ თავისუფლებას და ღირებულებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.

საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას. რეფორმები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საარჩევნო სისტემის შეცვლის, მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის რეფორმის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ეს არის პროცესი, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას.

საქართველო რჩება და მომავალშიც იქნება რეგიონში ნატო-ს და დასავლური ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე და პარტნიორი. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს დემოკრატიულ მიღწევებს და უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოს რეგიონში აქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო იმ საერთო ღირებულებების ერთგული რჩება, რომელიც ნატო-სთან აკავშირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა