ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და „ევროპული საქართველოს“ შეხვედრაზე ოკუპაცია, დევნილების დაბრუნება და ნატოში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს

ოკუპაცია, დევნილების დაბრუნება და ნატოში ინტეგრაცია,- ეს იყო ის ძირითადი თემები, რომელიც განიხილეს საპარლამენტო ოპოზიციისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მედლინ მუნის შეხვედრაზე. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მათი მიზანი ამ საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნებაა.

„ევროპული საქართველოს“ მთავარი გზავნილი ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის არის ოკუპაციის, დევნილების დაბრუნების საკითხის აწევა საერთაშორისო დღის წესრიგში, რომელიც დღეს გამქრალია. მნიშვნელოვანია, სანქციების ნაწილში ჩვენი საკითხის მოხვედრა, რომ როცა გააფართოებენ სანქციებს, იქ იყოს საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხები და ოთხოზორია-ტატუნაშვილის შეტანა სანქციების პაკეტებში, რაზეც საქართველოს მთავრობა არ საუბრობს.

ამავე დროს, ჩვენ ვისაუბრეთ ნატოში გაწევრიანების საკითხზე და იმაზე, რომ ის, ვინც ამბობს, რომ თითქოს ნატოს სურს, საქართველო აიძულოს ხელი აიღოს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის რუსული პროპაგანდის გამტარებელი. "ქართული ოცნების" წევრები კი ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ, რომ მათ უნდათ მთლიანად შევიდეთ ნატოში, ესეიგი ნატოს უნდა ხელი ავიღოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ამ განცხადებებით ისინიც ხელს უწყობენ რუსული პროპაგანდის გავრცელებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს