საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან

პაციენტებს, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ თავიანთი დიაგნოზისა და დანიშნული მკურნალობის სისწორეში, ან ეძებენ ალტერნატიულ გზებს ავადმყოფობასთან საბრძოლველად, შეეძლებათ, თავიანთი ავადმყოფობის ისტორია და ჩატარებული გამოკვლევების შედეგები გადაუგზავნონ სამედიცინო ცენტრ „ანადოლუს“ (სტამბული,თურქეთი) წამყვან ექიმებს და სრულიად უფასოდ გაიარონ კონსულტაცია შერჩეული მკურნალობისა და დიაგნოზის შესახებ.

სამედიცინო ცენტრი ,,ანადოლუ“ - ეს არის ამერიკული კლინიკა თურქეთში, რომელიც დაფუძნებულია 1889 წელს მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკული საუნივერსიტეტო საავადმყოფოს John Hopkins Medicine-ის მიერ და მუშაობს მისი ხელმძღვანელობით. ჰოსპიტალი უკვე 20 წელია, რაც ფუნქციონირებს და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესოდ ონკოლოგიური დაავადებების დარგში. ამ სტრატეგიული თანამშრომლობის დახმარებით კლინიკა ,,ანადოლუ“ მუშაობს ამერიკული სტანდარტებით და აქვს წვდომა მსოფლიოში მოქმედ თანამედროვე გამოცდილებასა და ინოვაციებთან. გარდა ამისა, კლინიკა ,,ანადოლუ“ გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით (სამედიცინო მომსახურების ღირებულება 20-30%-ით ნაკლებია, ვიდრე ევროპასა და ისრაელში) მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც ხელსაყრელია (საქართველოდან თურქეთში სრულდება რეგულარული რეისები). საჭიროების შემთხვევაში კლინიკის ექიმებს აქვთ საშუალება, გაიარონ კონსულტაცია ამერიკელ კოლეგებთან. კლინიკაში მუშაობენ სპეციალიზებული ცენტრები სხვადასხვა მიმართულებით: * ონკოლოგიური ცენტრი (ქიმიოთერაპია, მიზნობრივი თერაპია, იმუნოთერაპია, რობოტიზებული ქირურგია, რადიაციული თერაპია, პოლიატიური მკურნალობა); * ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი (ევროპაში სამი მსხვილი ცენტრიდან ერთ-ერთი); * კარდიოლოგიური ქირურგიის ცენტრი; * ნეიროქირურგიის ცენტრი; * დიაგნოსტიკის ცენტრი (პათოლოგიური ლაბორატორია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია, ,,თხევადი ბიოფსია’’); * ბირთვული მედიცინის ცენტრი (პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია, რადიოაქტიური იოდითმ კურნალობა); * ინვიტრო განაყოფიერების ცენტრი და სხვა.

კლინიკა ,,ანადოლუ“ აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ევროპული და ამერიკული წარმოების ტექნოლოგიებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ზუსტ დიაგნოზს უმოკლეს დროში, ურთულესი ოპერაციების უმაღლეს დონეზე ჩატარებას და უახლეს მეთოდებს მძიმე დაავადებების სამკურნალოდ.

ცენტრში წარმოდგენილია ყველა სახის უახლესი მეთოდი და ტექნოლოგია ონკოლოგიის დარგში, რომლებიც დღესდღეობით ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზარზე: * რადიოთერაპია და რადიოქირურქია (უახლესი ტექნიკა - CyberKnife M6, Varian Edge, Radixact);

*,,ცხელი“ ქიმიოთერაპია გვიანი სტადიის ონკოლოგიური პაციენტებისთვის; * რადიოემბოლიზაცია და ქიმიოემბოლიზაცია - ახალი მეთოდები სიმსივნისა და ღვიძლის მეტასტაზების მკურნალობაში; * პროსტატის კიბოს, გულის და სხვადასხვა დაავადების მკურნალობა დამხმარე რობოტთან ერთად. * ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, მათ შორის ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია ნახევრადთავსებადი დონორისგან (როცა ვერ ხერხდება სრულად თავსებადი დონორის პოვნა) და სხვა. 2018 წელს კლინიკა ,,ანადოლუმ“ განაახლა აპარატურა რადიოთერაპიისა და რადიოქირურგიის განყოფილებებში, ოპერაციის გარეშე სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისთვის. მსოფლიოში ასეთი აპარატურა მხოლოდ რამდენიმე ცალია! რაც შეეხება ქირურგიულ ოპერაციებს, მათი უმეტესობა რობოტიზებულია - ტარდება რობოტ-ასისტენტის Da Vinci-ს დახმარებით. რისი წყალობითაც წარმატებული ოპერაციების რიცხვი იზრდება, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი მცირდება.

კლინიკაში, მკურნალობის გარდა, შეგიძლიათ გაიროთ პროფილაქტიკური შემოწმება: აქ ფუნქციონირებს კვლევების განყოფილება, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა პრევენციულ დიაგნოსტიკას სქესის, ასაკის და დაავადების მიხედვით. ყველა გამოკვლევა ტარდება ერთ ადგილას და გრძელდება 1-2 დღე. შედეგებთან ერთად პაციენტები იღებენ დეტალურ დასკვნას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და არსებული რისკების შესახებ, ასევე შემდგომი სამედიცინო დაკვირვების, კვებისა და ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციას.

გარდა დაავადებების ფართო დიაპაზონისა, რომლებსაც წარმატებით უმკლავდებიან კლინიკის ექიმები, უნდა აღინიშნოს სერვისის მაღალი სტანდარტიც. მრავალრიცხოვანი წარმატება და მიღწევა დადასტურებულია ყველა შესაძლო პრესტიჟული, მაღალი საერთაშორისო დონის სერტიფიკატით, დოკუმენტით, აკრეტიდაციითა და სხვა მტკიცებულებებით - JCI, ESMO, OECI და PlaneeTree-ს ოქროს სერტიფიკატი პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომისთვის. ,,ანადოლუს“ დაარსების დღიდან ფუნქციონირებს საერთაშორისო განყოფილება, რომელიც მთლიანად იღებს პასუხისმგებლობლობას უცხოელ პაციენტებზე. ჯგუფი დაკომპლექტებულია 65-ზე მეტი თანამშრომლისგან, კოორდინატორებისა და თარჯიმნების ჩათვლით, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზეც. ყოველწლიურად კლინიკის სპეციალისტები ეხმარებიან გამოჯანმრთელებაში ათასობით პაციენტს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან ჩამოსულ მოქალაქეებს. ,,ანადოლუს“ საერთაშორისო განყოფილება შედის კლინიკის შემადგენლობაში, ამიტომ მისი მომსახურება უფასოა, და, რაც მთავარია, ცენტრის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დაეხმაროს პაციენტს, მიიღოს სწრაფი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება ენისა და სხვა ბარიერების გარეშე. ის უფასოდ გვთავაზობს შემდეგ მომსახურებებს: * პირველადი კონსულტაცია და დანიშნულება სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე; * წინასწარი ჩაწერა კონსულტაციასა და პროცედურებზე; იმ შემთხვევაში თუ პაციენტი გადაწყვეტს მკურნალობის ,,ანადოლუში“გაგრძელებას; * ტრანსფერი აეროპორტიდან კლინიკამდე ,,ანადოლუს“პაციენტებისთვის; * კლინიკის მახლობლად სასტუმროს მოძებნა და დაჯავშნა; * პირადი კოორდინატორი და თარჯიმანი მთელი მკურნალობის განმავლობაში; * დოკუმენტების ინგლისურ ენაზე თარგმნა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდგომ; * მუდმივი კონტაქტი ექიმთან მკურნალობის დასრულებამდე; ,,ანადოლუს“ საერთაშორისო განყოფილება: ჩვენ ვმუშაობთ თქვენი ჯანმრთელობისთვის! თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე ვებ-გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით:

ვებ-გვერდი: https://www.anadolumedicalcenter.com/en

ტელეფონი: + 90 (262) 678 54 08,

+ 90 (262) 678 28 03

ელ.ფოსტა: inst.patients@anadolusaglik.org

სოც.ქსელი: https://www.facebook.com/AnadoluMedicalCenter

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით