პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)

2019 წლის სექტემბერში, კიევის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ვლადიმერ ცემახი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამან დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია: ბოინგ MN-17 -ის კატასტროფის საქმეზე, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი მოწმე თავისუფალი აღმოჩნდა. ზოგი წყარო ირწმუნება, რომ ცემახი უკრაინელ პატიმრებში გადასაცვლელად გაათავისუფლეს ( თუმცაღა, ეს სამხედრო პირი ფორმალურად უკრაინის მოქალაქეცაა, ისევე როგორც კირილ ვიშინსკი, რომელიც ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლეს).

ინტერნეტში გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის სამხედროების მონაწილეობას იმ პროცესებში, რომლებმაც „ბოინგის“ ტრაგედია გამოიწვია. ცემახის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი „Bellingcat group“-ის ერთ-ერთმა გამომძიებელმა, ჰრისტო გროზევი გააკეთა: „არსებული მტკიცებულებების ბაზის კუთხიდან გამომდინარე თუ შევხედავთ, დიდად არაფერი შეიცვლება. საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა იმდენად ბევრი ობიექტური მტკიცებულება შეაგროვა, რომელიც ამტკიცებს რუსეთის ჩართულობას, რომ ახლა ეს მოვლენა სასამართლოსთვის ვეღარაფერს შეცვლის. ის რასაც ყველა კარგავს, არის უმაღლესი ლეგიტიმურობა, სასამართლო პროცესის ობიექტურობა. რა თქმა უნდა, რუსეთი და კრემლი ყოველთვის იტყვიან, რომ ეს ცალმხრივი სასამართლო პროცესი იყო. მაგრამ პროცესს თავისთავად ექნება საკმარისი კანონიერი მტკიცებულებები, რათა მოსამართლემ მიუკერძოებელი განაჩენი გამოიტანოს.

“ MH17-ის კატასტროფის საქმეზე სასამართლო პროცესი 2020 წლის 9 მარტს უნდა დაიწყოს. საკმარისზე მეტია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ რუსეთის სპეციალური სამსახურები იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური პირებიც კი. მათ შორის, შესაძლებელია იყოს სასამართლოს მიერ გათავისუფლებული ცემახისგან მიღებული მტკიცებულებებიც, მაგრამ თუ კი პუტინი ხელში ჩაიგდებს ცემახს უკრაინელ პოლიტიკურ პატიმრებზე ან მეზღვაურებზე გაცვლის შედეგად, მას შესაშური ბედი სულაც არ ელის. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ექს-სამხედროს შეუძლია საცხოვრებელი ადგილის ტერიტორიაზე დაბრუნდეს, ანუ ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთის მიერ არის კონტროლირებადი. და მაშინ, მას როგორც მოწმეს ნებისმიერი რამ შეიძლება მოუვიდეს. ჰოლანდიური მხარის რეაქცია ზემახის გაცვლაზე საკმაოდ თავშეკავებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა და ჰოლანდიაში მოქმედი საგამოძიებო ჯგუფი შეიძლება ამაზე დათანხმდეს, რადგან ოფიციალურმა გამოძიებამ ბოინგის ჩამოგდების საქმეში რუსეთის ჩართულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები უკვე წარადგინა.

https://karinacherk.livejournal.com/9377.html?fbclid=IwAR28yntUYbkkbn3fCRv3ZANgiyFan2ctVEs4BkWA7ZDk8V9BmpWpkU0Tdek#comments

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა