სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს

15 სექტემბრიდან, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ მომხმარებელს გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს. გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია. მომხმარებელი „მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი ათი ლარის შენაძენზე თითო ბილეთს მიიღებს. ბილეთები ხვალიდან, 15 სექტემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიცემა. გათამაშების ბილეთს მიიღებთ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, ნებისმიერი ტიპის გადახდით - როგორც ნაღდი, ისე - უნაღდო ანგარიშსწორებით.

გამარჯვებულები 14 დეკემბერს, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, 18:35-ზე გამოვლინდებიან. გათამაშება ე.წ. „დოლურას პრინციპით“ ჩატარდება. იღბლიან მომხმარებლებს შემდეგი პრიზები გადაეცემათ:

· 2 ოთახიანი ბინა თბილისში „ფრანგულ უბანში“

· ავტომობილი TOYOTA CAMRY (2019)

· Apple iPhone XS

· 2000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში

· ოთხ კაციანი საგზური ევროპაში

მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი გათამაშებას, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com/magniti.ge/. ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობით: 032 2 121 121.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 200-მდე ფილიალი აქვს და 3000-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა