დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველოს’’ ამოცანა იქნება, ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ პენსია მკვეთრად გაიზარდოს

„ევროპული საქართველოს“ ამოცანა იქნება, ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ გადახედონ საპენსიო პოლიტიკას და მოხდეს პენსიის მკვეთრი გაზრდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ ცნობით, დავით ბაქრაძე თერჯოლაში, რეზო გაბრიაძის ოჯახში პენსიონერებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. „პენსიონერები ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ, რომ 200-ლარიანი პენსია თვიდან თვემდე არ ყოფნით მედიკამენტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე. უმრავლესობას კრედიტი აქვთ აღებული გაუსაძლისი პირობებიდან გამომდინარე. პარტიის ლიდერმა მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ გეგმა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს, საგანგებო პაკეტი შესთავაზოს ’’ქართულ ოცნებას’’, თუ როგორ უნდა მოხდეს საბაზისო პენსიის გაზრდა“, - აღნიშნულია „ევროპულ საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბაქრაძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა არაფერს აძლევს დღევანდელ პენსიონერებს.

„ის, რასაც მათ დაპირდა პრემიერი გახარია, ნიშნავს იმას, რომ 200-ლარიანი პენსია გაიზრდება საშუალოდ წელიწადში 10-12 ლარით. ეს არის უბრალოდ დაცინვა იმ ადამიანების, ვისაც დღეს უწევს იყიდოს გაძვირებული წამალი, გაძვირებული პროდუქტი, ისარგებლოს გაძვირებული ტრანსპორტით. ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ერთადერთი რაც არ იმატებს, ეს არის ადამიანების ანაზღაურება და პენსია“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში „ევროპული საქართველო’’ გამოვა საგანგებო პაკეტით, როგორ უნდა მოხდეს პენსიების ზრდა.

„ეს უნდა იყოს საბაზისო პენსიის ნახტომისებური ზრდა და აუცილებლად, ჩვენი ამოცანა იქნება, სანამ არის დღევანდელი ხელისუფლება, ვაიძულოთ, რომ გადახედონ საპენსიო პოლიტიკას, მოხდეს პენსიის მკვეთრი გაზრდა და მომავალ წელს 2020 წელს გავუშვათ ეს ხელისუფლება სახლში, გავუშვათ მათ შორის იმ შეუსრულებელი მოლოდინისა და გაუარესებული პირობებისთვის, რომლითაც ქვეყანაში დღეს 600 ათასი პენსიონერი ცხოვრობს და ასევე, შევიმუშაოთ ისეთი სოციალური და ისეთი საპენსიო პოლიტიკა, რომელიც მისცემს ადამიანებს ღირსეული სიბერის პერსპექტივას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?