რომან გოცირიძე - არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შესვლაზე მოწოდება ემსახურება არა ივანიშვილის ინტერესებს, არამედ მისი ერთმმართველობის დასრულებას

„ნაციონალური მოძრაობა“ არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის მოწოდება არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შესვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ გზით დასრულდება „ივანიშვილის მმართველობა“.

„ასეთი მოსაზრება ჩვენს მიერ, ისევე ზოგიერთი სხვა პარტიის მხრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული და ბუნებრივია, მივესალმებით, რომ „ევროპულმა საქართველომაც” გაიზიარა იგი. ასეთი ინიციატივა ემსახურება არა ივანიშვილის ინტერესებს, არამედ მისი ერთმმართველობის დასრულებას”, - განაცხადა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის პოზიცია, რომ „თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ცილისწამებაა“.

როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მოითხოვს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას.

„ჩარკვიანი კოალიციის ერთ-ერთი სპიკერია, შესაბამისად, „ ევროპული საქართველო“ მოვითხოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ამ ბინძურ ცილისწამებაზე. მათ უნდა დააფიქსირონ ემიჯნებიან და გმობენ ამ განცხადებას, თუ ეთანხმებიან მის პათოსს, ან თუნდაც დუმილს ირჩევენ ჩარკვიანის საქციელთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ამ გზავნილთან თანხმობის ნიშანია“, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა