გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს

გალფის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში პრიორიტეტულია ქვეყნის სხვადასხვა სოციალურ საკითხზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კამპანია „მოიარე საქართველო“, რომლის ფარგლებშიც, კომპანია გალფი ხელს უწყობს საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და შესაბამისად ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას.

გარემო მუდმივად განიცდის დაბინძურებას, შესაბამისად, საზოგადოება კარგად უნდა აცნობიერებდეს ვალდებულებას, იზრუნოს მის ეკოლოგიურ გაუმჯობესებაზე. კამპანია „მოიარეს“ პარალელურად გამოიკვეთა საჭიროება შეგვექმნა ახალი პლატფორმა- „მოუარე საქართველოს“, რომელიც ლოგიკური გაგრძელებაა და მისი მიზანი იქნებოდა ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული ადგილების დალაგება, დასუფთავება და ნარჩენებისგან გაწმენდა. კამპანია „მოუარეს“ ფარგლებში კომპანია გალფი გეგმავს, რაც შეიძლება მეტი ტურისტული ზონა დაასუფთავოს, ხოლო პრევენციის მიზნით აქტიურად მოუწოდოს საზოგადოებას შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.

კამპანია მოლაშქრეთა კლუბის „იეტის“ ორგანიზებით განხორციელდება. ნარჩენებისგან დაბინძურებული ლოკაციების გაწმენდა რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე შეირჩა ის ადგილები, სადაც შექმნილი ვითარება საგანგაშოა და დაუყოვნებლივ მოითხოვს რეაგირებას. კამპანიის ფარგლებში, სექტემბერში დასუფთავდება ანანურის მიმდებარე ტერიტორია, ლომინას ჩანჩქერი- ოკაცე, შოვი, შეკვეთილი და გომის მთა. მას შემდეგ, რაც ტერიტორიები ნარჩენებისგან გაიწმინდება, თითოეულ მათგანზე განთავსდება მანიშნებლები, სადაც მითითებული იქნება, თუ როდის და რა რაოდენობის ნარჩენისგან გაიწმინდა აღმიშნული ტერიტორია.

კამპანია „მოუარე საქართველოს“ არ იქნება ერთჯერადი და სამომავლოდ მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო