სერგი კაპანაძე - აშშ-ს საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“  ე.წ აქცია  "ქართული ოცნების" მიერ არის წახალისებული

„პატრიოტთა ალიანსის“ ე.წ აქცია რეალურად "ქართული ოცნების" მიერ არის წახალისებული,-ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აშშ-ს საელჩოსთან "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაგეგმილ აქციას.

კაპანაძის თქმით, საქართველოში რუსეთის გაძლიერების შემცირების ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა. სერგი კაპანაძის განცხადებით, ამის მისაღწევად ქვეყანა მშვიდად უნდა მივიდეს პროპორციულ არჩევნებამდე და შემდეგ უკვე "ქართული ოცნება" და მისი სატელიტები უნდა დამარცხდნენ.

"ყველა აქცია, რომელსაც "პატრიოტთა ალიანსი" ატარებს, იქნება ეს ყრილობები, მარშები, თუ ასეთი ტიპის აქციები რეალურად არის "ქართული ოცნების" პარტაქტივის მიერ ჩატარებული. ანუ, მონაწილეობს "ქართული ოცნების" პარტაქტივი, არის მათი დაფინანსება, ასევე აქვს მათი პოლიტიკური მხარდაჭერაც. არავინ მოვიტყუოთ თავი, ეს არის "ქართული ოცნების" ყველაზე პრორუსული ფრთის მიერ ჩატარებული აქცია. მათი მიზანი არის, რომ დასავლური იდეა დაზიანდეს საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოუვათ, განწირული არის წარუმატებლობისთვის, რაც კარგად აჩვენა 20 ივნისის მოვლენებმა. "პატრიოტთა ალიანსის" ასეთი გააქტიურება ბოლო პერიოდში არის გამოძახილი იმის, რომ 20 ივნისს ქართველმა ხალხმა ნათლად უთხრა პუტინს უარი, ეს მათ ყველაზე მეტად სტკივათ",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა