თსუ-ს რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„ვულოცავ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით, პირველკურსელებს სწავლის დაწყებას. მნიშვნელოვანია, რომ თსუ წელსაც პოპულარული იყო აბიტურიენტთა შორის. ყველაზე მეტი გრანტოსანი სტუდენტი სწორედ ჩვენთან ჩაირიცხა. ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი ახალი სასწავლო პროგრამებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ჩვენს სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად საინტერესო სტუდენტური ცხოვრების გატარების შესაძლებლობა აქვთ“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

მისი თქმით, ამჟამად რემონტდება თსუ მეორე, მაღლივი და განივი კორპუსები, იხურება ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა.

თსუ-ში ჩარიცხულ პირველკურსელთა შორისაა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტი დანიელ სტეპანენკო.

„მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. არ ველოდი, რომ რეიტინგში პირველი ვიქნებოდი. ძალიან გახარებული ვარ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა პირველკურსელს. ძალიან მაინტერესებს ფიზიკა, ამიტომაც ავირჩიე თსუ, რადგან თსუ-ში სულ ვითარდება ეს დარგი და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ვაპირებ თეორიული ფიზიკის განვითარებას და ჩემი ოცნებაა, რომ სხვა მეცნიერებთან ერთად ვიმუშავო ამ მიმართულებით“, - აღნიშნა დანიელ სტეპანენკომ.

„წელს 5000 აბიტურიენტი, შარშანდელზე 500-ით, თსუ-ს სტუდენტი გახდა. მათგან დაახლოებით ნახევარმა სასწავლო გრანტი მოიპოვა. ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებაზე თსუ-მ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ფაკულტეტებზე ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები; მათ შორის, 1+4 პროგრამაზე ჩარიცხული აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურენოვანი სტუდენტები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ეროვნული უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსდა. ის პირველია არამარტო საუკუნოვანი ისტორიით, არამედ გამოცდილებით და შესაძლებლობებით. 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის (The U.S.News&World Report). ამასთან, თსუ წელსაც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings). უკვე მეოთხე წელია თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონიდან, რომელიც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში“, - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თსუ-ს რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„ვულოცავ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით, პირველკურსელებს სწავლის დაწყებას. მნიშვნელოვანია, რომ თსუ წელსაც პოპულარული იყო აბიტურიენტთა შორის. ყველაზე მეტი გრანტოსანი სტუდენტი სწორედ ჩვენთან ჩაირიცხა. ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი ახალი სასწავლო პროგრამებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ჩვენს სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად საინტერესო სტუდენტური ცხოვრების გატარების შესაძლებლობა აქვთ“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

მისი თქმით, ამჟამად რემონტდება თსუ მეორე, მაღლივი და განივი კორპუსები, იხურება ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა.

თსუ-ში ჩარიცხულ პირველკურსელთა შორისაა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტი დანიელ სტეპანენკო.

„მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. არ ველოდი, რომ რეიტინგში პირველი ვიქნებოდი. ძალიან გახარებული ვარ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა პირველკურსელს. ძალიან მაინტერესებს ფიზიკა, ამიტომაც ავირჩიე თსუ, რადგან თსუ-ში სულ ვითარდება ეს დარგი და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ვაპირებ თეორიული ფიზიკის განვითარებას და ჩემი ოცნებაა, რომ სხვა მეცნიერებთან ერთად ვიმუშავო ამ მიმართულებით“, - აღნიშნა დანიელ სტეპანენკომ.

„წელს 5000 აბიტურიენტი, შარშანდელზე 500-ით, თსუ-ს სტუდენტი გახდა. მათგან დაახლოებით ნახევარმა სასწავლო გრანტი მოიპოვა. ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებაზე თსუ-მ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ფაკულტეტებზე ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები; მათ შორის, 1+4 პროგრამაზე ჩარიცხული აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურენოვანი სტუდენტები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ეროვნული უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსდა. ის პირველია არამარტო საუკუნოვანი ისტორიით, არამედ გამოცდილებით და შესაძლებლობებით. 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის (The U.S.News&World Report). ამასთან, თსუ წელსაც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings). უკვე მეოთხე წელია თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონიდან, რომელიც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში“, - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო