ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019

სად გაქრა და რატომ დუმს კვირიკაშვილი - “იეჭვიანეს, რომ ის გახდა აშშ-თან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა”

"გახარიას მოწოდება არარეალისტურია, ევროკავშირს რუსეთზე ზემოქმედების არავითარი ბერკეტი არ გააჩნია“ - ანჯაფარიძე

***

სად გაქრა და რატომ დუმს კვირიკაშვილი - “იეჭვიანეს, რომ ის გახდა აშშ-თან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა”

“პრემიერ-მინისტრების ჩუმი გადადგომა თუ გადაყენება და წასვლის შემდგომი დუმილი საქართველოში თითქმის ტრადიციად იქცა, საზოგადოება ფეისბუქის საშუალებით, ან მცირეხნიანი ბრიფინგით იგებს მხოლოდ იმას, რომ ისინი დაკავებული პოსტიდან მიდიან. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ დრომდე არსად არ გამოჩენილა, მისი წავლის შემდგომაც საკმაოდ დიდი ხანი გავიდა და ლოგიკურია ჩნდება კითხვა - თუ სად გაქრა იგი. ბოლო განცხადება, რაც კვირიკაშვილის შესახებ გაჟღერდა, ეს იყო „მთავარ არხზე" გაკეთებული მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ. ხაზარაძემ განაცხადა, რომ კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სწორედ დასავლეთ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების გამო, მისივე თქმით, კი საბოლოოდ ქვეყნის პრემიერს მისი მეგობრების დაჭერის მუქარით თანამდებობა დაატოვებინეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სად გაქრა და რატომ დუმს კვირიკაშვილი - “იეჭვიანეს, რომ ის გახდა აშშ-თან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა”

"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ არ ჩნდება საზოგადოებასთან ამ დრომდე კვირიკაშვილი, არ იცის, მისი თქმით, ყოფილი პრემიერის გადაყენების მიზეზი პოლიტიკური ეჭვიანობა გახდა. „არ ვიცი კვირიკაშვილი სადაა, მე თვალყურს არ ვადევნებ ამას, ის თუ რატომ გაუშვეს იგი პრემიერობიდან, მე სხვა ინტერპრეტაციით ვიტყოდი, იმიტომ კი არ გაუშვეს, რომ აშშ-სთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არამედ იეჭვიანეს, რომ ის გახდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა, ანუ ამის მიზეზი უფრო ეჭვიანობა იყო და არა აშშ-ს მიუღებლობა ჩვენი ხელისუფლების მიერ. "ეს იყო ეჭვიანობა და პოტენციური საფრთხე დაინახა ხელისუფალმა, რომ შეიძლებოდა კვირიკაშვილი კიდევ უფრო ურჩი გამხდარიყო და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა. „ხელისუფალი ასეთია, ეჭვიანობს ყველაფერზე, რომ ვინმე არ გახდეს მასზე „ლამაზი და ჭკვიანი" ეს ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანური თვისებაა, ხელისუფალიც ადამიანია, ეს იყო ეჭვიანობის სცენა მათ შორის აშშ-სთანაც, არ ვთვლი, რომ კვირიკაშვილი ლიდერად იკვეთებოდა იმიტომ, რომ თუ გვახსოვს ის ხაზგასმით არ ერეოდა პოლიტიკაში, ის ეკონომიკურ თემებზე ფიქსირდებოდა და ძირითადად და ხშირ შემთხვევაში გაურბოდა მწვავე თემებს" - განაცხადა ხუხაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან" ასევე მამუკა ხაზარაძის განცხადებასა და გიორგი კვირიკაშვილის გაუჩინარების მიზეზებზე ისაუბრა. „ხაზარაძემ კვირიკაშვილთან მიმართებაში მაინც უფრო პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, ისინი ერთმანეთთან ასოცირებულები არიან, ამიტომ გარკვეული პოლიტიკური პრომოუტირება მოახდინა. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელი კია, თუმცა, ამის დასაბუთება ძალიან ძნელია, თეორიულად ისიცაა შესაძლებელი, რომ კვირიკაშვილზე უფრო სხვა ხმებიც ვრცელდებოდა, მათ შორის ფინანსურ მაქინაციებზე, სხვა ოფიციალურ კავშირებზე ამიტომ ვერსიები საკმაოდ ბევრია, კვირიკაშვილის სასაარგებლოდაც და მის საწინააღმდეგოდაც, თქმით ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ხაზარაძემ უნდა დაასაბუთოს. „რაც შეეხება კვირიკაშვილის წასვლას, ზოგადად პრემიერები ასე მიდიან, ამ მხრივ ღარიბაშვილი იყო გამონაკლისი, რომ დაბრუნდა, თორემ ამ მხრივ თავის დროზე ღარიბაშვილიც, კვირიკაშვილიც და ბახტაძეც ჩუმად წავიდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ეს მარტივად აიხსნება ჩრდილოვანი მმართველობის ფაქტორით, რომლის გამოც პრემიერები, რომლებიც სინამდვილეში ყველაზე მაღალი ძალაუფლების პირები არიან, ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ ადმინისტრატორებად არიან ქცეულები. გვახსოვს, რომ გარკვეული სამართლებრივი პროცედურებიც კი იყო დაწყებული კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის მიმართ, რომელიც მერე შეკავდა, მანდ ასეთი ვერსიაცაა, რომ მათი დუმილი და სიჩუმის ზონაში ყოფნა სწორედ ამ ფაქტორებს უკავშირდება და არა სხვა რამეს, სხვა შემთხვევაში ბევრად უფრო გახსნილად, ღიად და ადვილად შეეძლოთ პოლიტიკური აქტიურობა, თუმცა ჯერჯერობით თავს იკავებს ის ამ პროცესისგან. თუ კარგად და დამაჯერებლად მოახერებენ ხაზარაძე და მისი გუნდის წევრები კვირიკაშვილის პრომოუტირებას, პოლიტიკური იმიჯის თვალსაზრისით, და ვთქვათ შემდგომ გამოჩნდეს კვირიკაშვილი, რომ მერე ნებისმიერი საქმე წინასაარჩევნოდ გასაღდეს, როგორც პოლიტიკური დევნა, აქამდე ამ პროცესს მისვლა უნდა იმიტომ, რომ კვირიკაშვილის პრემიერობა ნამდვილად არ იყო ნათელ ფერებში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი, ამ ფაქტორებით ვხსნი ხაზარაძის ძალიან ფრთხილ და მიზანმიმართულ არგუმენტირებას კვირიკაშვილთან მიმართებაში."-თქვა გამზარდიამ”, - დასძენს გამოცემა.

"მან კვირიკაშვილის საზღვარგარეთ წასვლის ვერსიაზეც გააკეთა კომენტარი. „საქმიანი ადამიანისთვის სხვა ქვეყანაში წასვლის მიზეზიც შესაძლოა უამრავი ყოფილიყო, პრემიერი რომ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად ის აქტივობებს ასრულებს, პირიქით.- ეს ყველაზე გულუბრყვილო ვერსიაა, მისი ქვეყნიდან წასვლის მეორე ვერსია შესაძლოა იყოს ის, რომ თუკი მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი რესურსებიც სახელმწიფოს აქვს, მაგრამ არ იყენებს, რატომ არ იყენებს, შესაძლოა გარიგების რეჟმშიც იყოს. „როდესაც ოფიციალური პირები ასრულებენ თავიანთ საქმიანობას, შემდომ ისინი სხვა ფორმით აქტივობენ მათ შორის სოციალურ მედიაშიც, ეს ჩვენი ქვეყანაა პოსტსაბჭოური, სადაც ვიღაცა თანამდებობიდან მიდის ისე, რომ ის უნდა გაქრეს. „როგორც ჩანს სოციალურ ქსელში ზედმეტი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით და მისი ერთგვარი სიმშვიდისათვის არჩიეეს ის, რომ იგი სოციალურ სივრცეში ამ ეტაპზე არ არსებობდეს."- აცხადებს გამზარდია”, - წერს სტატიის ავტორი.

"გახარიას მოწოდება არარეალისტურია, ევროკავშირს რუსეთზე ზემოქმედების არავითარი ბერკეტი არ გააჩნია“ - ანჯაფარიძე

“ამ ეტაპზე გახარიას მოწოდება არარეალისტურია, რადგან ევროკავშირს რუსეთზე ზემოქმედების არავითარი მნიშვენლოვანი ბერკეტები, მითუმეტეს სეპარატისტულ რეჟიმზე, არ გააჩნია, თუნდაც იმისათვის, რომ ამის აღსრულებას ხელი შეუწყოს" - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადების შესახებ საუბრისას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა აღსრულდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გახარიას მოწოდება არარეალისტურია, ევროკავშირს რუსეთზე ზემოქმედების არავითარი ბერკეტი არ გააჩნია“ - ანჯაფარიძე

"16 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრისას განხილულ იქნა ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა თუ პრობლემა. ჰანთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპოდენტის კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ მთელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განთავსდეს? ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს იყო ერთგვარი გაცნობითი შეხვედრა; გახარია პრემიერმინისტრის რანგში პირველად შეხვედა ევროკავშირის წარმომადგენელს, სადაც ყველა ის საჭირბოროტო საკითხი იქნა განხილული, რაც ქვეყანას აწუხებს. რუსეთი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორების შეშვებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა ნატო-ს მონიტორებს შეუშვებს, იმ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც ახლა რუსეთს ნატო-სთან აქვს და ზოგადად, დასავლეთთან? ეს თვალსაწიერ მომავალში აბსოლუტურად წარმოუდგენელია.ეს შესაძლოა შორეულ მომავალში მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა იმდენად დათბება, რომ რუსეთი კეთილი ნების გამომხატველი ჟესტით მსგავს რამეს დაუშვას, რაც არამგონია მოხდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“კორესპოდენტის თქმით, ჰანის განცხადებით, „უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არამარტო ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან არის ყურადღების ცენტრში." ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამათლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს ეუთოც აფასებს; ანგარიშში წერია, რომ საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი. ანჯაფარიძის აზრით, „ოდირის"-ის ანგარიშში არის შექებაც და კრიტიკაც. ეს ანგარიში, ფაქტობრივად, ასახავს ევროკავშირის დამოკიდებულებას. არამგონია, რომ ევროსტრუქტურების სხვა შეფასებები დიდად განსხვავდებოდეს ამისგან; ისინი გამოთქვამენ ასეთ მოსაზრებას, რომ უკეთესია, თუ ყველა რეკომენდაცია იქნებოდა გათვალისწინებული. მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სახელმწიფოს სუვერენული საქმეა და სხვა ევროპულ სტრუქტურებს შეუძლიათ რჩევის დონეზე ჩაერიონ ამ პროცესში, მაგრამ ის თუ რა დოზით იქნა გათვალისწინებული მათი რეკომენდაციები, ეს ჩაიწერება სათანადო ანგარიშებში და შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ თავის ასახვას ჰპოვებს, როდესაც დადგება საქართველოს მიღწევების შეფასება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. არ მგონია, რომ ამან რადიკალური უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. ბორდერიზაციის შესახებ განცხადებები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ეს განცხადებები რამდენად ცვლის სიტუაციას ჩვენ სასარგებლოდ? როდესაც წნელისთან და ჩორჩანასთან პირველი ინციდენტი მოხდა და სიტუცია დაიძაბა, განცხადებების მთელი კასკადი იყო, თუმცა რეალურად ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს ოსი სეპარატისტები რუსების მხარდაჭერით ორ ახალ საგუშაგოს აშენებენ, რაც მნიშვენლოვნად ზრდის კონფლიქტის ესკალაციის ალბათობას. ევროკავშირის სტრუქტურები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოდის, რომ, ფაქტობრივად, უძლურია ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, ეს არის ის, რომ უღებენ სურათებს, აფიქსირებენ და რუსეთში აგზავნიან. ეს მოსახლეობაში იწვევს ერთგვარ იმედგაცრუებას და ამ როლს აკნინებს, - იქ არის წარმოდგენილი სტრუქტურა, მაგრამ რეალურად სიტუაციაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია, რადგან მისი მანდატი შეზღუდულია. მას არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ასე გაგრძელება ალბათ რთული იქნება, რადგან გამოსავალი უნდა მოიძებნოს იმ კუთხით, რომ ევროკავშირი გააქტიურდეს. განცხადებების გარდა, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ იმუშაოს იმაზე, რომ თავის მოკავშირეებს მოსთხოვოს ქმედითი ზომები დაუპირისპირონ რუსეთს”, - დასძენს გამოცემა.

"კორესპოდენტის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს. გახარიამ ხაზარაძის ბრალდებას ჭორაობა უწოდა და აღნიშნა, რომ „გვანახოს ეს ოქმი". როგორ შეაფასებთ აღნიშნულს? ანჯაფარიძის თქმით, მთელი სამი დღეა, რაც ხაზარაძემ პოლიტიკაში შემოაბიჯა და გვესმის მისი განცხადებები, შემდეგ საპირისპირო განცხადებები, უარყოფა და ა.შ. ძალიან რთულია ამ ყველაფრის დადასტურება, მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ეს განცხადებები ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის განწყობაზე, მითუმეტეს ასეთი მძიმე ბრალდებები. ყველაზე კარგი საშუალებაა იყოს მაქსიმალური გამჭრივალობა. თუ ინფრასტუქტურის მინისტრი გამოვა და იტყვის კონკრეტულად რომელ ინვესტორს შეხვდა, როდის და რაზე ესაუბრა, თუ კონფიდენციალური არ არის, გამოაქვეყნებს იმ ოქმს... ხელისუფლებამ ამ ბარლდებებს შეუძლია უპასუხოს მაქსიმალური გამჭირვალობით და მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებით, რასაც ის ჯერჯერბოთ მაინცდამაინც კარგად ვერ აკეთებს. უნდა დაველოდოთ იმ პერიოდს, როდესაც საბოლოოდ გაირკვევა ურთიერთობა კონსორციუმსა და მთავრობას შორის. დაახლოებით ორ თვეში გაირკვევა, „თიბისი ბანკის" კონსორციუმი გააგრძელებს თუ არა ამ პორტის მშენელობას, თუ გაუყინავენ კონტრაქტს და ხელისუფლება ახალი ინვეესოტირის ძებნას შეუდგენა”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა