სალომე სამადაშვილი - შემიძლია ვივარაუდო, რომ ნეპოტისტური სქემა არსებობს, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს გარკვეული პირების შეწყალებას ურჩევენ

არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ რაღაც ნეპოტისტური სქემა არსებობს, რომლითაც ქალბატონ ზურაბიშვილს მისთვის სანდო პირები გარკვეული პირების შეწყალებას ურჩევენ და ის შემდგომ ამ გადაწყვეტილებას იღებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტის შეწყალების მორიგი აქტი, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

სამადაშვილის თქმით, მისთვის გაურკვეველია, როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იწყალებდეს მკვლელებს და დღემდე საპატიმროში იყოს მღვდელი, გიორგი მამალაძე, რომელსაც შეწყალებაზე უარი ორმა პრეზიდენტმა უთხრა.

"რამდენადაც ვიცი, ოთხმეზურის მკვლელი მიმალვაშიც იმყოფებოდა, ვიდრე დაიჭერდნენ ანუ, მისი დაჭერა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან მართლმსაჯულებას გაექცა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა პრინციპებით და რა მოსაზრებებით შეიძლება ვინმემ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება. ქალბატონი ზურაბიშვილი საჭიროდ არ თვლის, რომ საზოგადოებას აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხს ჩვენ ვერ გავიგებთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა