სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - პარლამენტში ხმაური რომ იწყება, ცოტათი შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მაგონებს თქვენი ხმები და უნდა გეშინოდეთ - ცუდად გაქვთ საქმე

პარლამენტში ხმაური რომ იწყება, ცოტათი შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მაგონებს თქვენი ხმები, - ამ სიტყვებით მიმართა უმრავლესობის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, რითაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

სამადაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდეს, რადგან „ცუდად აქვს საქმე“. მისივე თქმით, ამერიკულ პრესას ადამიანი ისე ვერ გადაშლის, რომ „ვინმემ ბიძინა ივანიშვილს ავაზაკი ან დემოკრატიის მტერი არ უწოდოს“.

„იმედია, ხმაურით არ შეხვდება უმრავლესობა ჩემს გამოსვლას, იმიტომ, რომ ხმაური რომ იწყება, ცოტათი შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მაგონებს თქვენი ხმები და უნდა გეშინოდეთ, ცუდად გაქვთ საქმე, ცუდი დღე გაგითენდათ. ყოველ დღე დასავლეთის პრესას ვერ გადაშლის ადამიანი, რომ თქვენს პოლიტიკურ პატრონს, ბიძინა ივანიშვილს ან ავაზაკი არ უწოდოს ვინმემ ამერიკულ პრესაში ან დემოკრატიის მტერი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოკერიას აღნიშნულ განცხადებამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოკერია და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა