ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში  ბრალდებული  გამომძიებლებს ჩვენებას არ აძლევს

რუსეთის მოქალაქე, რომელიც აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავების დღიდან გამომძიებლებს ჩვენებას არ აძლევს. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

ბერლინის პროკურატურის წარმომადგენლის მონაცემებით, ბრალდებული დაკითხვის დროს ჩუმად იყო და „პროფესიონალივით იქცეოდა“. მისი თქმით, მამაკაცი უკვე დაუკავშირდა რუსეთის საელჩოს.

გაზეთის მტკიცებით, ეს მკვლელობა ჰგავს თავდასხმებს ჩეჩენ ბოევიკებზე რამდენიმე ქალაქში, რომლებიც ჩადენილია რუსეთის სახელმწიფოს მონაწილეობით.

გერმანიის პარლამენტის წევრის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან პატრიკ სენსბურგის განცხადებით, „კრემლი დაინტერესებულია იმაში, რომ გაერკვეს პროცესში“. თუმცა, კრემლი დუმილს ინარჩუნებს, რის გამოც გამოძიება რთულდება.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს