BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო

2019 წლის 1 ოქტომბრისთვის მე-4 კატეგორიის საწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული ფორმით წარდგენის ბოლო ვადა აქვთ. დღევანდელი მდგომარეობით კომპანიების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭირო რესურსებისა თუ კომპეტენციის შეძენისთვის ზრუნვის პროცესშია. აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ში სჯერათ, რომ მე-4 კატეგორიის კომპანიების მხარდაჭერა გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ კანონით დაკისრებული ვალდებულების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

სწორედ ამიტომ, BDO-მ ახლა უკვე სპეციალურად მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი გამოყო. მათთვის მომზადდა სპეციალური შეთავაზება, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ პროფესიონალური, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურება.

მნიშვნელოვანია ბიზნესმა იცოდეს, რომ სწორად მომზადებული ფინანსური ანგარიშგება არამხოლოდ ფინანსური ვალდებულების შესრულებისთვისაა საჭირო, არამედ თავად ბიზნესის განვითარებისთვისაც. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც კომპანია ხედავს საკუთარი საქმიანობის შედეგებს და საშუალება აქვს ბიზნეს პროცესების ფინანსური მხარე სწორი მიმართულებით დაგეგმოს.

ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მომსახურებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ BDO-ს ნომერზე: +995 32 218 81 88 ან მიწეროთ მეილზე: bdo@bdo.ge

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა